მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ChatGPT-მ მათემატიკური ამოცანა, რომელიც 90 წელი ამოუხსნელად მიიჩნეოდა, 88 საათში ამოხსნა
ChatGPT-მ მათემატიკური ამოცანა, რომელიც 90 წელი ამოუხსნელად მიიჩნეოდა, 88 საათში ამოხსნა

ChatGPT-მ მათემატიკური ამოცანა, რომელიც 90 წელი ამოუხსნელად მიიჩნეოდა, 88 საათში ამოხსნა

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 12:42|bm.ge

ChatGPT-ის ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ მისმა AI მოდელმა სითხის მოძრაობასთან დაკავშირებული ნავიე-სტოქსის 90-წლიანი მათემატიკური ამოცანა ამოხსნა.

როგორც ირკვევა, ტექნოლოგიურმა კომპანიამ საკითხის მოსაგვარებლად შიდა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელით აღჭურვილი 10,000 კოორდინირებული აგენტი გამოიყენა. სისტემას კოდის დამოუკიდებლად გაშვება და ინტერნეტის ქეშირებული ვერსიის გამოყენება შეეძლო. სხვადასხვა ზომის ჯგუფებად განაწილებულ აგენტებს ერთმანეთთან უწყვეტი კომუნიკაცია ჰქონდათ და მათ პროცესის დაწყებიდან 88 საათის შემდეგ, საბოლოო შედეგს წარმატებით მიაღწიეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ OpenAI-ის მიღწევა New York University-ის მათემატიკის პროფესორს, ტრისტან ბაკმასტერს სერიოზულ კითხვებს უჩენს. როგორც ირკვევა, მეცნიერი ამ ამოცანაზე OpenAI-ის მეტოქე კომპანია Anthropic-ში დასაქმებულ კოლეგა ლევენტ ალპოგესთან ერთად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა.

ბაკმასტერი ეჭვობს, რომ მათი პროგრესის დეტალები OpenAI-ს ხელში ჩაუვარდა, რასაც, მისი აზრით, ადასტურებს ფაქტი, რომ AI მოდელის მიერ ამოცანის ამოხსნის არჩეული გზა მათ პირად კვლევას საეჭვოდ ემთხვევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

BM.GE

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

BM.GE

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

BM.GE

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE