მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"
ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 19:31|bm.ge

მეღვინეობა “ფაფრის ველის” მიერ წარმოებული ღვინო ამ ეტაპზე ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის.

ამის შესახებ მარნის დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მათი მთავარი საექსპორტო ბაზარი დასავლეთის ქვეყნებია. ამასთან, “ფაფრის ველის” მარნის ღვინოები მათ შორის ისეთ ქვეყნებში გადის ექსპორტზე როგორიცაა აშშ, კორეა, იაპონია.

“ჩვენ ფართო საექსპორტო გეოგრაფია გვაქვს, საერთო ჯამში 27-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი ჩვენი ღვინო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რაოდენობებით ამ ქვეყნებს არ მიაქვთ, იმიტომ რომ ჩვენი ღვინო მაინც პრემიალური, ძვირია. თუმცა საერთო ჯამში უკვე კარგ რაოდენობას აღწევს და წელს ექსპორტის მხრივ უკვე რეკორდზე გავედით.

ახალი ქვეყნები გვემატება, ჩვენი ძველი პარტნიორებიც ზრდიან გაყიდვებს. დსთ-ს ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინაში მცირე რაოდენობით გავიტანეთ წლის დასაწყისში. დანარჩენი მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში გაგვაქვს. ასევე ისეთ ბაზრები გვაქვს ექსპორტში როგორიცაა იაპონია, კორეა, აშშ, პარაგვაი. თვითონ მოდიან, გვპოულობენ. ჩვენ გამოფენებშიც იშვიათად ვმონაწილეობთ. ალბათ რეიტინგის მიხედვით გვაფასებენ და იქიდან არჩევენ”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

ამასთან, როგორც “ფაფრის ველის” დამფუძნებელი აღნიშნავს, მცირე მარნებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნებოდა, თუკი მათთვის სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობა მეტად ხელმისაწვდომი გახდებოდა.

“ჩვენი ექსპორტის მოცულობა საერთო ფონს ვერ აკეთებს. ჩვენი მოცულობის მარნებისთვის არ არის ადვილი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე მიიღოს მონაწილეობა, თუ ვინმე არ დაეხმარა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ღვინის მარკეტინგისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ, ღვინის ეროვნული სააგენტო წაიყვანდა ჩვენნაირ მცირე მარნებს დიდ გამოფენებზე, იგივე ProWein-ზე და უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა [მარკეტინგულ აქტივობებს]”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წინა მთავრობის დროს იყო იდეა, როგორ შეექმნათ წყალტუბოში "ქართული ლას-ვეგასი"|ცოტნე ჯაფარიძე

წინა მთავრობის დროს იყო იდეა, როგორ შეექმნათ წყალტუბოში "ქართული ლას-ვეგასი"|ცოტნე ჯაფარიძე

BM.GE

Gen Z, მილენიალები, "ბეიბი ბუმერები" - რომელ ავტომობილს ანიჭებს სხვადასხვა თაობა უპირატესობას?

Gen Z, მილენიალები, "ბეიბი ბუმერები" - რომელ ავტომობილს ანიჭებს სხვადასხვა თაობა უპირატესობას?

BM.GE

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

BM.GE

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

BM.GE