
ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, ვისაც სურს ევროპული კურსის შენარჩუნება არის, რომ არ დაკარგოთ იმედი - ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ქართველ ხალხს მიმართავს არ დაკარგონ ევროპული მომავლის იმედი, რადგან ევროპა საქართველოსთვის ყოველთვის ღია იქნება.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმმა სრულიად არასწორი გზა აირჩია და ევროკავშირისკენ არ მიდის. თუმცა ჩემი გზავნილი მიმართულია ქართველი ხალხისადმი, ვისაც ნამდვილად სურს ამ კურსის შენარჩუნება არ დაკარგოთ იმედი. გთხოვთ, იმოქმედეთ მომავლის იმედით, რადგან როგორც სომხეთის გამოცდილებამაც აჩვენა, თუ ხალხს სურს საბოლოოდ შესაძლებელია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ევროპული გზა კვლავ გაიხსნება. ასე რომ უბრალოდ არ დაკარგოთ იმედი, რადგან ევროპა საქართველოსთვის ყოველთვის ღია დარჩება", - განაცხადა ცაჰკნამ.
კითხვაზე იმსჯელებს თუ ევროკავშირი სანქციების საკითხზე, როცა უნგრეთის მხრიდან ვეტოს დადების საფრთხე არ არსებობს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ აპირებენ სანქციები ხელახლა დააყენონ დღის წესრიგში.
"ვაპირებთ განვიხილოთ სანქციები საქართველოს ასევე კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ესტონეთმა უკვე შეიყვანა ადამიანების საკმაოდ გრძელი სია ეროვნულ სანქციებში, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ეს ზეწოლა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს. თუმცა ევროკავშირი არ წყვეტს იმას თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. ვფიქრობ, ეს თავად ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ჩვენ, ესტონელებს კარგად გვესმის, რომ სიტუაცია რთულია", - ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.