
,,ჩემი მარაგი” ახალ კულინარიულ თავგადასავალს იწყებს
საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი” კულინარიულ სივრცეში აქტიურობას აძლიერებს - სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ჯგუფი „Home Cooking Adventure” შეიძინა და მომხმარებელთან კომუნიკაციას ახალი ფორმატით იწყებს. ჯგუფი აერთიანებს 88 000-ზე მეტ კულინარიის მოყვარულ ადამიანს, ,,ჩემი მარაგი" კი გეგმავს, რომ ეს მასშტაბური აუდიტორია კიდევ უფრო გაზარდოს და მათ სამზარეულოში ახალი ენერგია და გემოები შეიტანოს.
„ჩემი მარაგი“ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს მოიცავს, მათ შორის: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საკონდიტრო, მიქსები, სუნელები და სხვა. ბრენდის მიზანი მომხმარებლისთვის არა მხოლოდ მრავალფეროვანი, არამედ ჯანსაღი და მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზებაა. სწრაფი და უფასო მიწოდება კი დამატებით კომფორტია მომხმარებლებისთვის.
კულინარია მხოლოდ მზადების პროცესი არ არის. ეს არის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც გემო, ცოდნა და შთაგონება ერთიანდება. „ჩემი მარაგის” მიზანია, მომხმარებელბისთვის კულინარია ყველდღიურ თავგადასავლა აქციოს - მარტივი, საინტერესო და პრაქტიკული გზით. უახლოეს პერიოდში ჯგუფის წევრები იხილავენ სპეციალურად მათთვის შექმნილ კონტენტს. „ჩემი მარაგი” მათ გაუზიარებს ყოველდღიური კერძებისთვის იდეებს, მარტივ, ჯანსაღ და გემრიელ რეცეპტებს, სასარგებლო რჩევებსა და სიახლეებს.
კონტენტის გარდა, ჯგუფის წევრებს სხვადასხვა სიურპრიზიც ელოდებათ. „ჩემი მარაგის” ერთგული მომხმარებლები შეძლებენ დამატებითი შესაძლებლობებით ისარგებლონ, მათ შორის, სპეციალური შეთავაზებებით, თემატური აქტივობებითა და ექსკლუზიური ბენეფიტებით, რომლებიც ჯგუფში ეტაპობრივად გამოჩნდება. ბრენდის მიზანია, მომხმარებელთან კავშირი უფრო ცოცხალი და ბუნებრივი გახდეს და ეს ურთიერთობა კულინარიის საერთო ინტერესზე აიგოს.
„ჯგუფის განვითარება ისე წარმოგვიდგენია, რომ აქ მხოლოდ რეცეპტების სივრცე არ იქნება. ეს იქნება ცოცხალი ურთიერთობა ბრენდსა და მომხმარებლებს შორის, სადაც ხარისხიანი პროდუქტი და კულინარიული ნიჭი ერთმანეთს პოულობს”, - აცხადებენ ,,ჩემ მარაგში“.