მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი“ - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი „კოკა-კოლას“ ქარხანას ესტუმრა
„გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი“ - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი „კოკა-კოლას“ ქარხანას ესტუმრა

„გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი“ - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი „კოკა-კოლას“ ქარხანას ესტუმრა

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 20:43|bm.ge

მუხრანის ველზე მდებარე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ საწარმოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი, საელჩოს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.

ქარხანაში გამართულ ტურს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია მასპინძლობდა, რომელმაც ამერიკელ დიპლომატს „კოკა-კოლასა“ და ქართული ბრენდის წყალ „მთის“ წარმოების სრული ციკლი და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კორტნი ოსტრიანის თქმით, „კოკა-კოლა“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში აღნიშნული კომპანია საზოგადოებაზე ზრუნვისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

დიპლომატმა დადებითად შეაფასა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ საწარმოო პროცესის მოდერნიზაციის დონე, თანამშრომელთა მაღალი პროფესიონალიზმი და ხაზი გაუსვა კომპანიის მნიშვნელოვან წვლილს გარემოსდაცვითი ინიციატივებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის საქმეში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „კოკა-კოლასა“ და წყალ „მთის“ ქარხნების დათვალიერებას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერიდან ორი სანქცირებულია - Financial Times

აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერიდან ორი სანქცირებულია - Financial Times

BM.GE

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE