მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთი აშშ-ის კომპანიებზე საექსპორტო კონტროლს აწესებს
ჩინეთი აშშ-ის კომპანიებზე საექსპორტო კონტროლს აწესებს

ჩინეთი აშშ-ის კომპანიებზე საექსპორტო კონტროლს აწესებს

BM.GE6 აგვისტო, 2026, 01:35|bm.ge

ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების სერია გამოაცხადა, რაც დრონების ექსპორტის კონტროლსა და ექვს ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობის აკრძალვას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი საპასუხო რეაქციაა ვაშინგტონის მიერ ბოლო პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებზე.

მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობა იზრდება. ეს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის აშშ-ში სექტემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტის წინ ხდება. ურთიერთობების გამწვავება მაისში, პეკინში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრების დროს კავშირების დათბობის ნიშნების მიუხედავად ფიქსირდება.

ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს განმარტებით, სანქციები საპასუხო ნაბიჯია აშშ-ის ბოლოდროინდელ ქმედებებზე. ეს კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის (FCC) მიერ ჩინური დრონების იმპორტის აკრძალვას და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ 43 ჩინური კომპანიის "იძულებითი შრომის აღკვეთის აქტის" სიაში შეყვანას მოიცავს, რაც იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტს ზღუდავს.

"ეს ზომები ორ სახელმწიფოს მეთაურს შორის მიღწეულ მნიშვნელოვან კონსენსუსს უხეშად არღვევს და ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს სერიოზულ ზიანს აყენებს. ჩინეთს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ საპასუხო აუცილებელი ზომები მიიღოს", - აცხადებს უწყება.

პეკინმა აღნიშნა, რომ ის თავშეკავებით მოქმედებს და ვაშინგტონს მოუწოდა, თავისი გადაწყვეტილებები გააუქმოს და "არასწორი პრაქტიკა" შეწყვიტოს. ჩინეთმა აშშ, ახალი შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში, დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა.

პეკინი უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების), მათი ძირითადი კომპონენტებისა და დაკავშირებული ტექნოლოგიების ექსპორტის ინდივიდუალურ განხილვას ითხოვს. ეს პროდუქტები ორმაგი დანიშნულების საექსპორტო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის სიაში შედის, რომლებიც შესაძლოა როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ.

ექვს ამერიკულ კომპანიას, მათ შორის Applied DNA Sciences-სა და არასამთავრობო ორგანიზაციას Human Rights in China, ჩინურ სუბიექტებთან სავაჭრო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება აეკრძალათ. სავაჭრო სამინისტროს განცხადებით, ჩინეთმა ქვეყანაში საქმიანობა ცალკე აუკრძალა Compliance Testing LLC-ს. მას ბრალი ედება FCC-თან თანამშრომლობაში, რაც "ჩინეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაზიანებას" ისახავდა მიზნად.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ იმპორტირებული საბეჭდი პროგრამული უზრუნველყოფისა და საოფისე ტექნიკის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შესაძლო გავლენას იკვლევს, თუმცა კონკრეტული კომპანიები არ დაუსახელებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • Reuters: კეშ პატელის ხელმძღვანელობით, FBI ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობას უპრეცედენტოდ აფართოებსიმედი
  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

მიგრაციის დეპარტამენტმა თბილისში უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზესი დააკავა

მიგრაციის დეპარტამენტმა თბილისში უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზესი დააკავა

BM.GE

რუსული Wildberries-ი ყაზახეთში 260 ათას მ²-ზე დიდ საწყობს აშენებს

რუსული Wildberries-ი ყაზახეთში 260 ათას მ²-ზე დიდ საწყობს აშენებს

BM.GE

ჭარბი ყურძნისგან მიღებული 10 მლნ ლიტრი სპირტი აუქციონზე მე-7 მცდელობით გაიყიდა|ლიტრი 5.88 ლარად

ჭარბი ყურძნისგან მიღებული 10 მლნ ლიტრი სპირტი აუქციონზე მე-7 მცდელობით გაიყიდა|ლიტრი 5.88 ლარად

BM.GE

"უახლოეს დროში მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება" - სახელმწიფო ელექტროსისტემა

"უახლოეს დროში მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება" - სახელმწიფო ელექტროსისტემა

BM.GE