მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები... - Kvareli Lake Resort ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს
ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები... - Kvareli Lake Resort ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს

ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები... - Kvareli Lake Resort ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს

BM.GE28 ივლისი, 2026, 04:22|bm.ge

კახეთში მდებარე სასტუმრო “ყვარლის ტბა რეზორტის” ბიზნესის განვითარების მენეჯერის ნათია სოსიაშვილის ინფორმაციით, ობიექტი ჩინეთის, ინდოეთისა და სპარსეთის ყურის ბაზრებზე მუშაობს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

სოსიაშვილის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ბიზნესს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ერთი ბაზრის იმედად ყოფნა არ შეიძლება.

„მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია აუცილებელია. არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახალი შესაძლებლობაა ჩინეთის ბაზარი, რომლის პოტენციალსაც კომპანია აქტიურად სწავლობს : „ახლა, როცა ჩინეთის ბაზარი გაიხსნა პანდემიის შემდეგ, ეს მიმართულება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა, ჩინელი ტურისტის ქცევა სხვანაირია და ამას სიღრმისეულად ვსწავლობთ, რომ სწორი შეთავაზება გავუკეთოთ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, „ყვარლის ტბა რეზორტი“ საერთაშორისო B2B გამოფენებში მონაწილეობს და საკუთარი შეთავაზებების გაცნობას ინდოეთის, ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ტუროპერატორებისთვის გეგმავს.

„მთავარი გეგმაა სეზონურობის ნაწილის შემცირება კონკრეტულად ჩვენს რეზორტზე და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩამოსული მომხმარებელი წავიდეს ბედნიერი და ისევ მოუნდეს დაბრუნება.

ძალიან მიხარია, რომ უკან დაბრუნების მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ით არის გაზრდილი. სწორედ ეს იყო იმ სტაბილურობის გარანტი, რაც წელს დავინახეთ - წინა წელს ნამყოფი სტუმრები ისევ ჩვენთან დაბრუნდნენ“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

BM.GE

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

BM.GE

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE