მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ექსპორტზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს
ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ექსპორტზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ექსპორტზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 01:16|bm.ge

აშშ-სთან გამწვავებული მეტოქეობის ფონზე, ოფიციალური პეკინი ხელოვნური ინტელექტის ექსპორტზე კონტროლის გამკაცრებას და ღირებული ტექნოლოგიების ქვეყნის შიგნით შენარჩუნებას გეგმავს.

ახალი რეგულაციების პროექტი უცხოელი მომხმარებლების მიერ ჩინური ციფრული სერვისებით სარგებლობასა და უცხოური კომპანიებისთვის მოდელების, მონაცემების ან ტექნოლოგიური გამოცდილების პირდაპირ გადაცემას ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნავს.

ეს მიდგომა უცხოელ მომხმარებლებს ჩინურ ხელოვნურ ინტელექტთან წვდომას ვებგვერდებისა და ღრუბლოვანი პლატფორმების საშუალებით შეუნარჩუნებს, თუმცა ტექნოლოგიების საზღვარგარეთ გატანას ან განთავსებას მთავრობის ნებართვას დაუქვემდებარებს.

საკონსულტაციო კომპანია Ankura-ს მმართველი დირექტორის, ალფრედო მონტუფარ-ჰელუს განმარტებით, ინტელექტუალური საკუთრების ქვეყნის შიგნით დატოვება და მომსახურების საზღვარგარეთ გაყიდვა სწორედ ის მოდელია, რომლისკენაც ბაზარი ისედაც მიისწრაფვის.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის პროექტი საექსპორტო კონტროლის სიას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ 23 ტექნოლოგიას შემატებს. შეზღუდვები მოწინავე მოდელებს, ადამიანის მინიმალური ჩარევით მოქმედ აგენტებს, მიკროჩიპების საპროექტო სისტემებსა და მასშტაბური გამოთვლითი ინფრასტრუქტურის სამართავ ტექნოლოგიებს მოიცავს.

როგორც მედია წერს, ეს რეგულაციები განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს იმ დეველოპერებზე, რომლებიც საზღვარგარეთ არსებულ გამოთვლით სიმძლავრეებს იყენებენ. სწორედ უცხოური სერვერების მეშვეობით აქვთ მათ წვდომა მძლავრ ჩიპებზე, რომელთა მიწოდებასაც ჩინეთისთვის ამერიკული სანქციები ზღუდავს.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლება ახალი წესების დამტკიცებას წლის ბოლომდე გეგმავს, მოგვიანებით კი შესაბამის სახელმძღვანელო მითითებებსაც გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჯერ დასაკვეხნი არ გვაქვს, რომ ბევრი სტარტაპი გვყავს" - დავით ველიაშვილი ეკოსისტემის გამოწვევებზე

"ჯერ დასაკვეხნი არ გვაქვს, რომ ბევრი სტარტაპი გვყავს" - დავით ველიაშვილი ეკოსისტემის გამოწვევებზე

BM.GE

სად არის [აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაშვების] ეკონომიკური დასაბუთება?! - სოფო ხორგუანი

სად არის [აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაშვების] ეკონომიკური დასაბუთება?! - სოფო ხორგუანი

BM.GE

ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

BM.GE

მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი მზარდია - "ევროკრედიტი"

მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი მზარდია - "ევროკრედიტი"

BM.GE