მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩინეთი მზადაა, ამერიკული ნავთობი შეისყიდოს" - ტრამპი
"ჩინეთი მზადაა, ამერიკული ნავთობი შეისყიდოს" - ტრამპი

"ჩინეთი მზადაა, ამერიკული ნავთობი შეისყიდოს" - ტრამპი

BM.GE15 მაისი, 2026, 21:16|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთი მზად არის, ამერიკისგან ნავთობის შესყიდვა დაიწყოს. მისი თქმით, პირისპირ შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მზადყოფნა გამოთქვა, ამერიკული ნედლი ნავთობის იმპორტი ოფიციალურად დაუშვას.

Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა გამოაცხადა, რომ მალე ჩინური გემები ნავთობის ტრანსპორტირებას ტეხასის, ლუიზიანისა და ალასკის შტატებიდან დაიწყებენ.

საყურადღებოა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას ეს ენერგეტიკული შეთანხმება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, ამერიკული ნავთობის შესყიდვის საკითხი განსახილველ თემებს შორის მაშინ დადგა, რაც სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა ირანის ომსა და ჰორმუზის სრუტეზე დაწესებულ ბლოკადაზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმ ეკონომიკური წნეხის შესამსუბუქებლად, რაც ნაოსნობის შეფერხებას მოაქვს.

საყურადღებოა, რომ ტრამპის განცხადების მიუხედავად ნავთობის ფასები არ შემცირებულა. ბოლო 24 საათში ბრენტის მარკის წიაღისეული საწვავის ღირებულება ენერგეტიკულ ბირჟაზე თითქმის $4 დოლარით გაიზარდა და ამჟამად, საშუალოდ, $109.5 დოლარად ივაჭრება. ამერიკული WTI-ს ფასი კი ბარელზე $105 დოლარს აღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE