მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთიდან მგზავრთნაკადი 40%-ით გაიზარდა - მინისტრის მოადგილე
ჩინეთიდან მგზავრთნაკადი 40%-ით გაიზარდა - მინისტრის მოადგილე

ჩინეთიდან მგზავრთნაკადი 40%-ით გაიზარდა - მინისტრის მოადგილე

BM.GE27 აპრილი, 2026, 23:00|bm.ge

2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადის მკვეთრი, 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ, მოადგილის თამარ იოსელიანის კომენტარში წერია.

მისი თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული წარმატებული შედეგების შემდეგ, ქვეყანა ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას გეგმავს. მისივე თქმით, ავიაკომპანია China Eastern-თან მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი წარმატებით დასრულდა და საქართველოს ბაზარზე ახალი მიმართულება - შანხაი ემატება.

„China Eastern-ი წარმოადგენს ახალ ავიაკომპანიას, რომელიც შემოდის საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულ ავიაკომპანიასთან დამატებითი მიმართულებებზე ვმუშაობთ. 2026 წლის პირველი კვარტალში ჩინეთთან მგზავრთნაკადი წარმატებული იყო და ზრდამ დაახლოებით 40%-ი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, რომ ზრდის ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

უწყების განმარტებით, შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით რეგულარული ფრენები 15 ივლისიდან დაიწყება და კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ შანხაისთან პირდაპირი კავშირი ქვეყნისთვის სტრატეგიული გარღვევაა.

თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს შანხაის, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის მნიშვნელობას.

„შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, მასთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები“.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, China Eastern-თან მუშაობა უკვე გრძელდება სხვა ახალი მიმართულებების დამატებაზეც, რაც ჩინეთიდან ტურისტული და ბიზნეს ნაკადების კიდევ უფრო მეტ ზრდას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE