მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთის ბაზარზე Nike-ის პოზიციები მკვეთრად სუსტდება
ჩინეთის ბაზარზე Nike-ის პოზიციები მკვეთრად სუსტდება

ჩინეთის ბაზარზე Nike-ის პოზიციები მკვეთრად სუსტდება

BM.GE16 მაისი, 2026, 22:28|bm.ge

ამერიკული სპორტული გიგანტის, Nike-ის შემოსავლები ჩინეთში ბოლო სამი კვარტალის განმავლობაში 28%-ით შემცირდა იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც კომპანიას ხუთი წლის წინ, ანალოგიურ პერიოდში ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ჩინეთისა და ტაივანის ბაზრებზე შემოსავლების კლება მიმდინარე კვარტალში დამატებით 20%-ს მიაღწევს. აღნიშნულმა პროგნოზმა კომპანიის აქციების ფასი ბოლო ათწლეულის მინიმუმამდე დაიყვანა, რის საპასუხოდაც ხელმძღვანელობამ თანამშრომელთა 2%-ის, დაახლოებით 1,400 ადამიანის დათხოვნა დაგეგმა.

როგორც ირკვევა, Nike-ის პრობლემები ჩინური ბრენდების, მათ შორის Anta-სა და Li-Ning-ის გაძლიერებას უკავშირდება, რომლებიც მომხმარებელს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას უფრო დაბალ ფასად სთავაზობენ. მაგალითისთვის, Anta-მ ჩინელ მეცნიერებთან თანამშრომლობით აზოტის საფუძველზე შექმნილი ამორტიზაციის სისტემა შეიმუშავა, ხოლო Li-Ning-ის მოდელი Elite, ტექნიკური მახასიათებლებით, Nike-ის პრემიუმ კლასის Vaporfly-ს გაუთანაბრდა. ამასთან, ადგილობრივი მწარმოებლები პროდუქციის განახლების უფრო სწრაფი ციკლით გამოირჩევიან და ეფექტურად იყენებენ სოციალურ პლატფორმებს, მათ შორის Douyin-ს, სადაც Nike-მა ოფიციალური მაღაზია მხოლოდ 2024 წელს გახსნა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკული ბრენდისთვის დამატებითი ბარიერი ჩინეთში მზარდი ნაციონალისტური განწყობების ტენდენცია გახდა, რაც ადგილობრივი წარმოების ნივთებისადმი ნდობის ზრდას გულისხმობს. ვითარება განსაკუთრებით 2021 წელს დაიძაბა, როდესაც სინძიანის პროვინციაში იძულებითი შრომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო, ჩინელმა მომხმარებლებმა Nike-ს ბოიკოტი გამოუცხადეს. პარალელურად, შეიცვალა ახალგაზრდა თაობის ინტერესებიც: თუ ადრე კალათბურთი და Jordan-ის ბრენდი დომინირებდა, ახლა მომხმარებლები უპირატესობას იოგასა და ლაშქრობას ანიჭებენ, სადაც ბაზრის წილს Lululemon-ი და On-ი იკავებენ.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ელიოტ ჰილი, რომელიც პოსტზე 2024 წლის ოქტომბერში დაინიშნა, სიტუაციის გამოსასწორებლად China-for-China სტრატეგიის გააქტიურებას გეგმავს. ინიციატივა შანხაიში სპეციალური კვლევითი ლაბორატორიის და სარეკლამო სტუდიის შექმნას, ასევე ჩინური ბაზრისთვის სპეციფიკური მოდელების გამოშვებას ითვალისწინებს. ამასთან, კომპანიამ სრულად განაახლა ჩინეთის მიმართულების ხელმძღვანელობა და რეგიონული მენეჯერები პირდაპირ აღმასრულებელ დირექტორს დაუქვემდებარა.

ცნობისთვის, Nike-ის დამფუძნებელმა, ფილ ნაიტმა ჩინეთის ბაზარზე შესვლის სტრატეგია ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ შეიმუშავა, 2010 წლისთვის კი ქვეყანა ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან რეგიონად იქცა. ამჟამად ჩინეთი კომპანიის გლობალურ ოპერაციებს შორის ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებლების მქონე წერტილია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებიმედი
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

BM.GE