მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა

BM.GE20 მაისი, 2026, 04:20|bm.ge

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილში საგრძნობლად შენელდა, რადგან მოხმარების, სამრეწველო გამოშვებისა და ინვესტიციების მაჩვენებლები მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, რაზედაც ირანის ომის უარყოფითმა შედეგებმა მოახდინა გავლენა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საცალო გაყიდვები გასულ თვეში წლიურ ჭრილში მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა, რაც მკვეთრად ჩამორჩება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 2%-იან მატებას. პარალელურად, სამრეწველო პროდუქციის გამოშვება აპრილში 4.1%-ით გაიზარდა, რაც ჩამორჩება მარტში დაფიქსირებულ 5.7%-იან ზრდას და Reuters-ის გამოკითხვით ნავარაუდებ 5.9%-იან ნიშნულს.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ურბანული ფიქსირებული აქტივების ინვესტიციები, რაც უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურას მოიცავს, 1.6%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც ექსპერტები 1.6%-იან ზრდას ელოდნენ. ეს ვარდნა მთლიანად უძრავი ქონების სექტორში არსებულ კრიზისს უკავშირდება, სადაც საინვესტიციო ნაკადები აპრილის მდგომარეობით 13.7%-ით შემცირდა.

პარალელურად, მწარმოებელთა ფასების ზრდამ ბოლო 3 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რაც ნედლეულის გაძვირებით არის განპირობებული. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება დამატებითი სტიმულირების ზომების გატარებისგან ივლისამდე შეიკავებს თავს, სანამ მეორე კვარტალის მშპ-ის ოფიციალური მონაცემები არ გახდება ცნობილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE