მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს - კობახიძე
ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს - კობახიძე

ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს - კობახიძე

BM.GE10 ივნისი, 2026, 18:15|bm.ge

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“ გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ჩინეთის თემაზე ჩანიშნა.

მან ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა ჩინეთთან ურთიერთობის ხასიათსა და ქვეყნებს შორის არსებულ მიდგომებზე.

„ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებული თვალშისაცემი და დასაფასებელია.“

ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე და სტატისტიკაზე ისაუბრა და რამდენიმე ძირითადი მონაცემი დაასახელა:

• სავაჭრო ბრუნვა: საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 17%-ით, 2025 წელს — 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 45%-ით გაიზარდა. • პოზიცია ბაზარზე: ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა საერთო ვაჭრობით, ხოლო ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით — მეორეზე. მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. • ლოგისტიკა და „შუა დერეფანი“: პრემიერის განცხადებით, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში „შუა დერეფნით“ გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო 2024 წელს გაფორმებულმა მემორანდუმმა ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების შესახებ.

კობახიძის თქმით, ორმხრივი უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ ბიძგი მისცა მგზავრთნაკადის ზრდას. ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში 2024 წელს 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.

დღეისათვის საქართველოს ბაზარზე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. პრემიერის ინფორმაციით, Air China-ს პეკინი-ურუმჩი-თბილისის რეისს ივლისიდან China Southern-ის ანალოგიური მიმართულება დაემატება, ხოლო 15 ივლისიდან China Eastern შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს.

კობახიძის განცხადებით, პარტნიორობა ფართოვდება განათლების სფეროშიც. ამჟამად მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვასა და საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამთავრობო გუნდის წევრებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსა და განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE