მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტის რეგულაციები გაამკაცრა
ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტის რეგულაციები გაამკაცრა

ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტის რეგულაციები გაამკაცრა

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 01:07|bm.ge

ჩინეთის ხელისუფლებამ სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტზე ახალი რეგულაციები დააწესა.

ახალი წესების მიხედვით, საექსპორტო პროცედურები ორ ეტაპად გამკაცრდება. 2026 წლის ბოლოდან ავტომობილის მწარმოებლის თანხმობის გარეშე ექსპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ის ჩინეთში 180 დღეზე მეტი ხნით იყო რეგისტრირებული. ჩინეთის კანონმდებლობით, ასეთი მანქანები მეორად კატეგორიას განეკუთვნება, თუნდაც მათ ნულოვანი გარბენი ჰქონდეთ. სრულიად ახალი სატრანსპორტო საშუალებების ქვეყნიდან გასაყვანად კი ქარხნის ოფიციალური ნებართვა გახდება საჭირო.

2027 წლიდან რეგულაციები კიდევ უფრო გართულდება და ექსპორტიორებისთვის ახალი მოთხოვნები შემოვა. ამ პერიოდიდან მწარმოებლებს ჩინეთის ფარგლებს გარეთ სერვისული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების უზრუნველყოფა დაევალებათ. საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელმა ორგანომ შესაძლოა ოფიციალური დოკუმენტაცია, პერსონალის მონაცემები და სერვისული აღჭურვილობაც მოითხოვოს. ამასთან, მწარმოებლის ოფიციალური დასტური გადაკეთებულ ავტომობილებზეც სავალდებულო გახდება.

რაც შეეხება კონკრეტულ ბრენდებს, ძირითადად შეზღუდვები იმოქმედებს Xiaomi-ს მოდელებზე და BYD-ზე.

Frank Auto-ს ხელმძღვანელი, ირინა ფრანკი მიიჩნევს, რომ პროცედურების გართულება ლოგისტიკისა და შენახვის ხარჯებს გაზრდის. ეს გარემოება კი ავტომობილების საბოლოო ღირებულების ზრდას გამოიწვევს. ფრანკის თქმით, ექსპორტის დასაჩქარებლად იმპორტიორები ავტომობილების გადაკეთებას ცდიან, საიმპორტო ქვეყანაში შეყვანის შემდეგ კი მათ პირვანდელ ქარხნულ იერსახეს დაუბრუნებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა მასკი და ტექ-სექტორის სხვა ლიდერები სახელმწიფო მედლებით დააჯილდოვა

დონალდ ტრამპმა მასკი და ტექ-სექტორის სხვა ლიდერები სახელმწიფო მედლებით დააჯილდოვა

BM.GE

მომავალ წელს "თურქულის" საწინააღმდეგოდ 1.7 მლნ ცხოველის ვაქცინაცია-რევაქცინაციაა გათვალისწინებული - ლაშა ავალიანი

მომავალ წელს "თურქულის" საწინააღმდეგოდ 1.7 მლნ ცხოველის ვაქცინაცია-რევაქცინაციაა გათვალისწინებული - ლაშა ავალიანი

BM.GE

"უფლებამოსილების დროებითი შეჩერების“ ნორმა კანონში არ არსებობს - რომან გოცირიძე ნანა ყეინიშვილის საქმეზე

"უფლებამოსილების დროებითი შეჩერების“ ნორმა კანონში არ არსებობს - რომან გოცირიძე ნანა ყეინიშვილის საქმეზე

BM.GE

რუსეთმა ციმბირში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ცნობები უარყო

რუსეთმა ციმბირში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ცნობები უარყო

BM.GE