მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთმა საფონდო ბაზრის დასასტაბილურებლად $9 მილიარდის კაპიტალი გამოყო
ჩინეთმა საფონდო ბაზრის დასასტაბილურებლად $9 მილიარდის კაპიტალი გამოყო

ჩინეთმა საფონდო ბაზრის დასასტაბილურებლად $9 მილიარდის კაპიტალი გამოყო

BM.GE22 ივლისი, 2026, 00:30|bm.ge

ჩინეთის ორმა სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა, ხელოვნური ინტელექტის სექტორში არსებული შიშებით გამოწვეული ვარდნის ფონზე, საფონდო ბაზრის მხარდასაჭერად თითქმის $9 მილიარდის კაპიტალი გამოყო.

ამასთან, საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებმა განმარტეს, რომ ისინი ჩინეთის კაპიტალის ბაზრის პერსპექტივებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილები და სახელმწიფო საწარმოებსა თუ ტექნოლოგიურ კომპანიებში წილების გაზრდას მომავალშიც გააგრძელებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის სექტორში კოლოსალური დანახარჯებით გამოწვეული შეშფოთების ფონზე, ნახევარგამტარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების შეფასება გლობალურად შემცირდა.

მიმდინარე თვეში Shanghai Composite-ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, ხოლო ტექნოლოგიური სექტორის ChiNext Price-ის ინდექსი 21%-ით დაეცა. ანალიტიკოსების შეფასებით, ბირჟაზე სახელმწიფო ფონდების შესვლით მთავრობა ერთგვარ ზღვარს აწესებს, რომლის ქვევითაც ბირჟას ვარდნის საშუალება არ ექნება და ეს მოცემულობა ინვესტორებისათვის იმედისმომცემ გარემოს ქმნის.

ცნობისთვის, იმავე პერიოდში ამერიკული Nasdaq-ის ინდექსის შეფასება სულ რაღაც 5.5%-ითაა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები ამერიკულ ტექნოლოგიური კომპანიებს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ჩინურ ალტერნატივებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

BM.GE