მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეებიც შეიწყალა | სია
მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეებიც შეიწყალა | სია

მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეებიც შეიწყალა | სია

BM.GE28 აგვისტო, 2026, 13:10|bm.ge

მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, მათ შორის არიან პროევროპული და ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებიც.

კერძოდ, არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა ყაველაშვილმა შეიწყალა:

• საბა ჯიქია - 18 წლის სტუდენტი 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციელისთვის წიხლის ჩარტყმის ბრალდებით. • დავით ხომერიკი - 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ისინი გზას ხელოვნურად კეტავდნენ და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. • თორნიკე მჭედლიშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული. • ფრიდონ ბუბუტეიშვილი - 2024 წლის 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს. • დანიელ მუმლაძე - რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებისთვის იყო დაკავებული. • გურამ ხუტაშვილი - რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებისთვის იყო დაკავებული. • ავთანდილ თოფჩიშვილი - 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დააკავეს. • სიმონ მახარაძე - 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დააკავეს.

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა. "საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება", - წერია პრესრელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყაზბეგში, ხინკლის მწარმოებელს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა

ყაზბეგში, ხინკლის მწარმოებელს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა

BM.GE

"მოსავლის მართვის კომპანია" 8 მლნ ლარად 54 რეზერვუარს ყიდულობს

"მოსავლის მართვის კომპანია" 8 მლნ ლარად 54 რეზერვუარს ყიდულობს

BM.GE

საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია - სად იყიდება?

საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია - სად იყიდება?

BM.GE

ჩინეთმა სამაშველო სამუშაოები მორიგი წყალდიდობის რისკის გამო შეაჩერა | რა ხდება ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე სტიქიის ზონაში?

ჩინეთმა სამაშველო სამუშაოები მორიგი წყალდიდობის რისკის გამო შეაჩერა | რა ხდება ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე სტიქიის ზონაში?

BM.GE