მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალური საზღვაო ოპერაცია დაიწყო
ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალური საზღვაო ოპერაცია დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალური საზღვაო ოპერაცია დაიწყო

BM.GE8 ივნისი, 2026, 19:16|bm.ge

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე აკვატორიაში სპეციალური საზღვაო ოპერაცია დაიწყო.

Xinhua-ს ინფორმაციით, ჩინეთის ეს ნაბიჯი იაპონიისა და ფილიპინების მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ „საზღვაო დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებებს“ უკავშირდება. ოფიციალური პეკინის განცხადებით, დასახელებული მოლაპარაკებები ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და საზღვაო უფლებებს უხეშად არღვევს.

როგორც ირკვევა, ფილიპინების პრეზიდენტის იაპონიაში ბოლო ვიზიტის დროს მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც ტაივანის აღმოსავლეთით ექსკლუზიური ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განმარტა, რომ ჩინეთის გვერდის ავლით დაწყებული ნებისმიერი მოლაპარაკება გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციას ეწინააღმდეგება და ის მიუღებელი იქნება.

საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, კონვენციის თანახმად, მიმდებარე ან სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის საზღვაო ზონების დადგენა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით უნდა განხორციელდეს, ტაივანის აღმოსავლეთ წყლებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცესში კი ჩინეთი აუცილებელ მხარეს წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თუშეთის გზის 49 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ₾73.7 მლნ-ია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?

თუშეთის გზის 49 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ₾73.7 მლნ-ია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?

BM.GE

მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობები

მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობები

BM.GE

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

BM.GE

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE