მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩინეთმა ტურისტების დანაკლისი დააბალანსა, თუმცა ყველაზე მეტს ევროპელები ხარჯავენ" - KA Group
"ჩინეთმა ტურისტების დანაკლისი დააბალანსა, თუმცა ყველაზე მეტს ევროპელები ხარჯავენ" - KA Group

"ჩინეთმა ტურისტების დანაკლისი დააბალანსა, თუმცა ყველაზე მეტს ევროპელები ხარჯავენ" - KA Group

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 03:31|bm.ge

საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში ტურისტული ნაკადების გეოგრაფია და მათი მხარჯველუნარიანობა მკვეთრად დიფერენცირებულია.

მაშინ როდესაც ჩინეთიდან ვიზიტორთა რიცხოვნობა მკვეთრად გაზარდა, ევროპული ბაზარი ყველაზე მაღალმხარჯველი და შემოსავლიანი სეგმენტის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს - ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროების მმართველი კომპანია KA Group-ის დამფუძნებელმა ისაუბრა.

როგორც ირაკლი ჭიღლაძე აღნიშნავს, საერთაშორისო ფრენების გაფართოებამ სასტუმროების დატვირთულობის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, თუმცა მომხმარებელთა ქცევა ქვეყნების მიხედვით რადიკალურად განსხვავებულია.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ბაზარზე ფრენები დაემატა და ივლისიდან შანხაის მიმართულებითაც დაიწყო ავიარეისები, რეალურად, სხვა რეგიონებიდან რაც დაგვაკლდა, დიდი დოზით სწორედ ჩინეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით ავინაზღაურეთ. თუმცა მაღალმხარჯველუნარიან ტურისტს რასაც ჩვენ ვუწოდებთ, ჩემთვის ეს, პირველ რიგში, ევროპის ბაზარია", - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.

მისი თქმით, ჩინელი ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ასაკოვანი სეგმენტია, რომლებიც ქვეყანაში წინასწარ შეძენილი სრული პაკეტებით მოგზაურობენ და ადგილზე დამატებით სერვისებს იშვიათად ყიდულობენ.

"ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები ძირითადად საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანები არიან. ეს არის ამ სეგმენტის 95%, რომელმაც წინასწარ იყიდა კონკრეტული სრული პაკეტი, სანამ გამოფრინდებოდა. შესაბამისად, ჩინელ ტურისტებს დამატებით მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. ეს კომპონენტი გაცილებით აქტიურია ევროპის ბაზარზე და პოსტსაბჭოთა სივრცეში. განსაკუთრებით ევროპელ მომხმარებელს უყვარს ადგილზე დამატებითი სერვისების შეძენა", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება თავად ევროპულ ქვეყნებს, ირაკლი ჭიღლაძის ინფორმაციით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ზრდა სტაბილურია, თუმცა რაოდენობრივად მასშტაბები ჯერ კიდევ ჩამოუვარდება წამყვან რეგიონალურ ბაზრებს. გამონაკლისს მხოლოდ პოლონეთი წარმოადგენს.

"ევროპის ქვეყნებიდან პანდემიის შემდგომ ყოველწლიურად გვქონდა ზრდა, უბრალოდ რაოდენობრივად არ არის ისეთი დიდი მოცულობა, რომ ვიზიტორთა ტოპ ათეულში ან თხუთმეტეულში მოხვდეს. თუმცა პოლონეთი ცალკე უნდა გამოვყოთ, რადგან პოლონეთიდან ძალიან დიდი რაოდენობით ტურისტები გვყავს და ზრდა კვლავ გრძელდება. დანარჩენი ევროპული ქვეყნებიდან კი, რომლებმაც ჩვენს სასტუმროებში ჯამში 1000 და მეტი ღამის თევა დააფიქსირეს, მხოლოდ გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია არიან", - განმარტავს იგი.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდის მოლოდინებზე საუბრისას ირაკლი ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ დაბალი სეზონის ტარიფებით ჩინელი ტუროპერატორები უკვე დაინტერესდნენ, პარალელურად კი წლის მიწურულს შემოსავლების მთავარი წყარო კორპორაციული სეგმენტი გახდება.

"დაახლოებით ორი კვირის წინ დიდმა ტუროპერატორებმა დაიწყეს მოძრაობა და, ნოემბრიდან დაახლოებით აპრილის პერიოდამდე, დაბალი სეზონის საფასო პოლიტიკა უკვე მოითხოვეს. განსაკუთრებით აქტიურია ჩინეთის ბაზარი, საიდანაც უკვე დაიწყო ჯგუფური ჯავშნების გამოგზავნა. ამ პერიოდში ასევე შემოდის დამატებითი შემოსავალი MICE ტურიზმიდან. როდესაც წელი ილევა, ხშირია კორპორაციული ღონისძიებები და კომპანიების მიერ წლის შეჯამებები. ამიტომ ნოემბერი, დეკემბერი და იანვრის 20 რიცხვამდე დიდი დოზით სწორედ კორპორაციული მიმართულებით ვართ დატვირთული, როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ დონეზე", - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.

KA Group-ი საქართველოს 9 რეგიონში 13 სასტუმროს მართავს. კომპანიის პორტფელი აერთიანებს ისეთ სასტუმროებს, როგორებიცაა: "რანჩო ვარიანში", "ახალციხე ინნ", წყალტუბო პლაზა", "საირმე", "ნოველა" და სხვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არმატურის ბაზარი მოსაკრებლის ფონზე - როგორ შეიცვალა იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დინამიკა

არმატურის ბაზარი მოსაკრებლის ფონზე - როგორ შეიცვალა იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დინამიკა

BM.GE

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა დიზელის სექტორზე კონტროლი დაკარგა

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა დიზელის სექტორზე კონტროლი დაკარგა

BM.GE

აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას ხსნის - შეთანხმება კოპენჰაგენთან და ნუუკთან უკვე გაფორმდა

აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას ხსნის - შეთანხმება კოპენჰაგენთან და ნუუკთან უკვე გაფორმდა

BM.GE

21-ე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების სამი მოთხოვნა

21-ე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების სამი მოთხოვნა

BM.GE