მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი რკინიგზის სადგური გაიხსნა - პროექტის ღირებულება $8 მილიარდია
ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი რკინიგზის სადგური გაიხსნა - პროექტის ღირებულება $8 მილიარდია

ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი რკინიგზის სადგური გაიხსნა - პროექტის ღირებულება $8 მილიარდია

BM.GE9 ივლისი, 2026, 15:49|bm.ge

ჩინეთმა მთის მწვერვალზე რობოტების არმიის დახმარებით "ჩუნცინი-აღმოსავლეთის" (Chongqing East) რკინიგზის სადგურის მშენებლობა სულ რაღაც 38 თვეში დაასრულა. პროექტი ფართობის მიხედვით მსოფლიოში უდიდეს სწრაფმავალ სარკინიგზო სადგურად ფასდება.

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ჩუნცინში მდებარე მეგა-სადგური დაახლოებით 1.2-1.22 მილიონ კვადრატულ მეტრს მოიცავს და იგი აშენდა, როგორც უმსხვილესი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ჰაბი. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 7.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტი მისი მდებარეობაა. სადგური მთიან რელიეფზე აშენდა, რის გამოც ინჟინრებს მშენებლობის დაწყებამდე მთლიანი მთის მოჭრა, მოსწორება და ფორმის შეცვლა დასჭირდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწის სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიის სამგანზომილებიანი (3D) კარტოგრაფირება განხორციელდა. კლდის ქანების მოსაშორებლად გამოყენებულ იქნა კონტროლირებადი აფეთქებები, რის შემდეგაც ჩატარებულმა მასშტაბურმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა ტერიტორია მშენებლობისთვის მოამზადა.

სადგური 29 ბაქნითა და 15 სარკინიგზო ლიანდაგითაა აღჭურვილი და ის პიკის საათებში, საათში 16 000-მდე მგზავრის მიღებაზეა გათვლილი. საინფორმაციო სააგენტო "Xinhua"-ს ცნობით, მას რვასართულიანი მრავალდონიანი სტრუქტურა აქვს. 400 მეტრზე მეტი სიგრძის ბაქნები ჩინეთის მზარდი სარკინიგზო ქსელის განსაკუთრებით გრძელი მაღალსიჩქარიანი მატარებლების მისაღებად აშენდა.

პროექტის განხორციელებისას ისეთი მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენეს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემები, 5G ქსელები და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო რობოტები. მაგალითად, ბეტონის ზედაპირების მაღალი სიზუსტით მოსასწორებლად ლაზერული მართვის მქონე რობოტები გამოიყენეს. მინის სამონტაჟო რობოტები კი 800 კილოგრამამდე წონის პანელებს სწევდნენ და ათავსებდნენ სასურველ პოზიციაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა პროცესი და მინიმუმამდე შეამცირა უბედური შემთხვევების რისკი.

გავრცელებული მონაცემებით, მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა თითქმის 2 მილიონი კუბური მეტრი ბეტონი და დაახლოებით 366 000 ტონა ფოლადი, ხოლო სამუშაოების პიკურ პერიოდში პროცესში დაახლოებით 40 000 მუშა იყო ჩართული.

"ჩუნცინი-აღმოსავლეთის" სადგური ჩინეთის მზარდი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელის ნაწილია და ის სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთს 14 უმსხვილეს ქალაქთან, მათ შორის ჩენდუსთან, უჰანთან, სიანთან, კუნმინთან, პეკინთან, შანხაისთან, გუანჯოუსთან, ჩანშასთან და ჯანძიაძიესთან დააკავშირებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საავიაციო სკოლა "მიმინო" ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორებს მოამზადებს - ავიაციის სააგენტო

საავიაციო სკოლა "მიმინო" ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორებს მოამზადებს - ავიაციის სააგენტო

BM.GE

დონალდ ტრამპმა სირია ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო

დონალდ ტრამპმა სირია ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო

BM.GE

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება

BM.GE

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში კუპატის არალეგალური წარმოება გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში კუპატის არალეგალური წარმოება გამოავლინა

BM.GE