მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთში სამომხმარებლო და მწარმოებელთა ინფლაცია გაზარდა
ჩინეთში სამომხმარებლო და მწარმოებელთა ინფლაცია გაზარდა

ჩინეთში სამომხმარებლო და მწარმოებელთა ინფლაცია გაზარდა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 13:50|bm.ge

აგვისტოში ჩინეთის მასშტაბით მწარმოებელთა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა, რაც ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების გაძვირებამ განაპირობა. სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო მწარმოებელთა ფასების ინდექსმა (PPI) 3.8%-იანი ზრდა დააფიქსირა.

უწყების განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობისა და ფერადი ლითონების გაძვირებამ ჩინეთის საწარმოო სექტორში ხარჯების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ფერადი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების სექტორში პროდუქცია 20.8%-ით გაძვირდა, ხოლო ნავთობისა და გაზის მოპოვების დარგში 10.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

დაჩქარებული ინფლაციის საპასუხოდ, ჩინეთის სახალხო ბანკმა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი 3%-მდე გაზარდა.

ამასთან, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ჩინეთის ხელისუფლებამ საცხოვრებელი უძრავი ქონების წინასწარი გაყიდვები შეზღუდა და იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 40 წლამდე გაზარდა.

ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებელი 4.5%-დან 5%-მდე დიაპაზონში განსაზღვრა, თუმცა ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ აგრესიული სუბსიდირებით და სამთავრობო პროგრამებით იქნება შესაძლებელი და ის მხოლოდ ფორმალურ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

BM.GE

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

BM.GE

Ford Everest  საქართველოში ორი კომლექტაციით შემოვიდა

Ford Everest  საქართველოში ორი კომლექტაციით შემოვიდა

BM.GE

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

BM.GE