მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთში ტრამპის დელეგაციას ჯენსენ ჰუანგიც უერთდება
ჩინეთში ტრამპის დელეგაციას ჯენსენ ჰუანგიც უერთდება

ჩინეთში ტრამპის დელეგაციას ჯენსენ ჰუანგიც უერთდება

BM.GE14 მაისი, 2026, 03:18|bm.ge

ჩინეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დელეგაციას ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგიც შეუერთდა. არსებული ინფორმაციით, ჰუანგი თავდაპირველ სიაში არ ფიგურირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიაში მისი არყოფნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პრეზიდენტმა აღმასრულებელ დირექტორს პირადად დაურეკა და ვიზიტში მონაწილეობა შესთავაზა.

როგორც ირკვევა, ჯენსენ ჰუანგი საპრეზიდენტო თვითმფრინავში, Air Force One-ში, ალასკაზე ავიდა. Nvidia-ს წარმომადგენლის განცხადებით, ჰუანგი სამიტს პრეზიდენტის მიწვევით ესწრება, რათა მხარი დაუჭიროს ადმინისტრაციის მიზნებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრამპი პეკინში ათზე მეტ ამერიკელ ბიზნესლიდერთან ერთად ჩავიდა, სადაც ხუთშაბათსა და პარასკევს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ოფიციალური შეხვედრებია დაგეგმილი.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაადასტურა ჰუანგის მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას მისი მთავარი მოთხოვნა ბაზრის ამერიკული ბიზნესისთვის გახსნა იქნება. პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს "ბრწყინვალე ადამიანებს", თავიანთი შესაძლებლობებით ჩინეთის განვითარებას შეუწყონ ხელი.

აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს უახლესი ჩიპები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების მოსამზადებლად გამოიყენება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი საექსპორტო შეზღუდვების ქვეშ იმყოფება. კომპანიის ინფორმაციით, ჩინურ ბაზარზე მთავრობის მიერ დამტკიცებული ვერსიების დაშვებაც კი ამ დრომდე შეფერხებულია.

საყურადღებოა, რომ აშშ-ის ყოფილი ვაჭრობის მდივნის, კარლოს გუტიერესის შეფასებით, საექსპორტო კონტროლთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შორსაა. თუმცა, მისივე თქმით, ჰუანგის ყოფნა პრეზიდენტის დელეგაციაში პოზიტიური სიგნალია როგორც კომპანიისთვის, ისე ადმინისტრაციისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE