მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთთან ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკი - განათლების მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრს ეწვია
ჩინეთთან ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკი - განათლების მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრს ეწვია

ჩინეთთან ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკი - განათლების მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრს ეწვია

BM.GE5 ივნისი, 2026, 18:42|bm.ge

განათლების მინისტრმა ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის ხელმძღვანელებთან სტუდენტებისთვის საზაფხულო ბანაკების შეთავაზების საკითხზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს ესტუმრა, ხელმძღვანელობას შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

გივი მიქანაძეს ცენტრის საქმიანობისა და არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის პარტიის კომიტეტის მდივანმა ლიუ აიფინგმა მიაწოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, მათ შორის სტუდენტებისთვის საზაფხულო ბანაკების შეთავაზების საკითხს, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს", - აღნიშნულია პრესრელიზში.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი თქმით, ასეთი ურთიერთობები, ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას უწყობს ხელს.

თავის მხრივ, ლიუ აიფინგმა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს და კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია პრესრელიზში.

ცენტრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითებარუსთავი 2
  • ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაიმედი
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE