მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩინურ ბიზნესს შევუქმნით ყველა პირობას წარმატებული მუშაობისთვის" - კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
"ჩინურ ბიზნესს შევუქმნით ყველა პირობას წარმატებული მუშაობისთვის" - კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

"ჩინურ ბიზნესს შევუქმნით ყველა პირობას წარმატებული მუშაობისთვის" - კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

BM.GE8 ნოემბერი, 2026, 14:18|bm.ge

ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დინამიკაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.

„ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში. ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა და იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც შექმნის ყველა პირობას, რათა ჩინურმა ბიზნესმა ქვეყანაში მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს და ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებს.

თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის გამართულმა შეხვედრამ ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანა.

ხან ჭენგის თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

„ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება. მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს“, - აღნიშნა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილში გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების ოქმზე და დასძინა, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს ადგილობრივ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების გაფართოებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავსტვ პირველი
  • კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნითფორმულა
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობის თაობაზე ჯენსენ ჰუანგმა წერილი გამოაქვეყნა - Nvidia-ში გამოძიება დაიწყო

ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობის თაობაზე ჯენსენ ჰუანგმა წერილი გამოაქვეყნა - Nvidia-ში გამოძიება დაიწყო

BM.GE

მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" პირველი მეკარე შესაძლოა გიორგი მამარდაშვილი გახდეს

მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" პირველი მეკარე შესაძლოა გიორგი მამარდაშვილი გახდეს

BM.GE

საბა ბაღდავაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" გრძელდება

საბა ბაღდავაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" გრძელდება

BM.GE

"ყაზბეგის" საბაჟოზე უცხოელებს ₾138 000-ის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხმულები მალულად გადაჰქონდათ | RS

"ყაზბეგის" საბაჟოზე უცხოელებს ₾138 000-ის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხმულები მალულად გადაჰქონდათ | RS

BM.GE