ორიგინალი
ჩინური ინვესტიციები ენერგეტიკაში - ვის შეხვდა და რაზე ესაუბრა მარიამ ქვრივიშვილი
BM.GE·17:44

ჩინური ინვესტიციები ენერგეტიკაში - ვის შეხვდა და რაზე ესაუბრა მარიამ ქვრივიშვილი

26 ნოემბერი, 2026 · 17:44

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მართავს შეხვედრებს, რომლის ფოკუსიც ენერგეტიკაა.

კერძოდ, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის-China Energy Engineering Corporation International Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ციაო სიუპინს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

"მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის მზარდ როლს და ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნები.

განიხილეს განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"CEEC International Group" პროექტებს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში მართავს.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს, ჭანგ თაოს შეხვდა.

"მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი სწრაფად მზარდია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. აღინიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. კერძოდ, მინისტრის თქმით, 2021-2025 წლებში ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა და ეს დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.

თავის მხრივ, ჭანგ თაომ მარიამ ქვრივიშვილთან საუბრისას საქართველოს მიღწევები და ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი დადებითად შეაფასა.

ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა.

შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ენერგეტიკული დაგეგმვისა და საინჟინრო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

"მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ენერგიის ადგილობრივი წყაროების ათვისება, განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა.

ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების განვითარების კუთხით აქვს.

საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში, რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.

EPPEI 70-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი დონის საკონსულტაციო ინსტიტუტია, რომელიც მომსახურებას უწევს სამთავრობო უწყებებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკულ და მასთან დაკავშირებულ საწარმოებს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინური ინვესტიციები ენერგეტიკაში - ვის შეხვდა და რაზე ესაუბრა მარიამ ქვრივიშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:16

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა
BM.GE·19:07

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება
BM.GE·18:56

მივესალმებით, რომ დეველოპერულ სექტორში რეგულაციები გამკაცრდეს - "ბიოგრაფი ლივინგი"

მივესალმებით, რომ დეველოპერულ სექტორში რეგულაციები გამკაცრდეს - "ბიოგრაფი ლივინგი"
BM.GE·18:44

გალტ & თაგარტი: საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუმჯობესება მოსალოდნელია 2027 წელს

გალტ & თაგარტი: საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB+-მდე გაუმჯობესება მოსალოდნელია 2027 წელს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.