ორიგინალი
ჩოგბურთელთა საპრიზო შემოსავლები - ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2026 წელს?
BM.GE·13:31

ჩოგბურთელთა საპრიზო შემოსავლები - ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2026 წელს?

29 ნოემბერი, 2026 · 13:31

2026 წელს ჩოგბურთელთა საპრიზო შემოსავლების რეიტინგს ალექსანდრ ზვერევი ლიდერობს. გერმანელმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში 18.18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ზვერევმა აშშ-ის ღია პირველობის მოგებისთვის 5.5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო ივნისში, საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვებისთვის, მისი შემოსავალი კიდევ 3.27 მილიონი დოლარით გაიზარდა. ორივე ტურნირის ჩემპიონებისთვის განკუთვნილი საპრიზო თანხა წინა წელთან შედარებით 10 პროცენტით იყო გაზრდილი. გარდა ამისა, გერმანელი უიმბლდონის ფინალში გავიდა, ავსტრალიის ღია პირველობაზე კი ნახევარფინალს მიაღწია.

საერთო ჯამში, კარიერის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხით ზვერევი ყველა დროის რეიტინგში უკვე მეხუთე ადგილზეა - მის ანგარიშზე 78.8 მილიონი დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სლემის მხოლოდ ორი ტურნირი აქვს მოგებული.

მოედანზე გამომუშავებული თანხით მეორე ადგილზე კარლოს ალკარასია, რომელმაც 2026 წელს 12.55 მილიონი დოლარი მიიღო.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა თებერვალში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, თუმცა ტრავმის გამო სეზონის ოთხი თვე გამოტოვა. აშშ-ის ღია პირველობაზე დაბრუნების შემდეგ ესპანელმა ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხის მოგება შეძლო. მათ შორის იყო ATP Finals, რომლის გამარჯვებამაც მის შემოსავალს დამატებით 5.17 მილიონი დოლარი შემატა.

2026 წლის შემოსავლების მიხედვით მესამე პოზიციას იანიკ სინერი იკავებს. იტალიელმა ჩოგბურთელმა 11.61 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

25 წლის სინერმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ პირველი ხუთი Masters 1000-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო. თითოეული გამარჯვებისთვის მან მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, თუმცა ტრავმის გამო სეზონის თითქმის ნახევრის გამოტოვება მოუწია.

ქალთა შორის კი 2026 წელს ყველაზე მეტი საპრიზო თანხა ელენა რიბაკინამ გამოიმუშავა - 11.13 მილიონი დოლარი.

საერთო ჯამში, 2026 წელს კორტზე გამომუშავებული საპრიზო თანხით მინიმუმ 2 მილიონი დოლარის მიღება 62 ჩოგბურთელმა შეძლო. მათ შორის 27 ქალი და 35 კაცია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩოგბურთელთა საპრიზო შემოსავლები - ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2026 წელს?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·13:48

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
BM.GE·13:04

სკოლებში ტელეფონების აკრძალვა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას "ზომიერად" აუმჯობესებს - კვლევა

სკოლებში ტელეფონების აკრძალვა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას "ზომიერად" აუმჯობესებს - კვლევა
BM.GE·13:00

2025 წელს საქართველოში შვილის აყვანის მსურველები გასაშვილებელ ბავშვებზე თითქმის 27-ჯერ მეტი იყო

2025 წელს საქართველოში შვილის აყვანის მსურველები გასაშვილებელ ბავშვებზე თითქმის 27-ჯერ მეტი იყო
BM.GE·12:47

ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას SpaceX-ი Starlink-ი გამოიყენა - Washington Post

ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას SpaceX-ი Starlink-ი გამოიყენა - Washington Post
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.