მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენ არ მოგვიგონია. დასკვნაში ყველა ციფრი პროფესიონალურ წყაროს ეფუძნება" - შოთა ბერეკაშვილი
"ჩვენ არ მოგვიგონია. დასკვნაში ყველა ციფრი პროფესიონალურ წყაროს ეფუძნება" - შოთა ბერეკაშვილი

"ჩვენ არ მოგვიგონია. დასკვნაში ყველა ციფრი პროფესიონალურ წყაროს ეფუძნება" - შოთა ბერეკაშვილი

BM.GE1 მაისი, 2026, 17:51|bm.ge

"ყველა ციფრი, რომელიც დასკვნაშია, ეფუძნება პროფესიონალურ წყაროს. ეს არის პროფესიონალური დოკუმენტი", - ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

მან "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველა ციფრის უკან პროფესიონალური წყაროა.

"დასკვნაში ციფრები მოგონილი არ მაქვს, ჩვენ არ მოგვიგონია. ექსპერტები იყვნენ ჩართული და ყოველ ციფრს აქვს თავისი, საერთაშორისოდ აღიარებული წყარო.

შეგიძლიათ გვაკრიტიკოთ, მაგრამ ყველა ციფრი არის დაფუძნებული ძალიან სანდო წყაროზე, აუდიტების დასკვნაზე და ეს დასკვნები არის საერთაშორისო. ამიტომ, შეაფასეთ, მაგრამ ციფრი არასწორიაო არ თქვათ",- აღნიშნა ბერეკაშვილმა.

ფასების სამთავრობო კომისიის შექმნის შემდეგ, პრემიერის დავალებით პარლამენტში დროებითი კომისია თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიაზე მოუსმინეს მწარმოებლებს, რითეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიებისა და ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE