მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენი ბიზნესი რუსეთში "კოკა-კოლას" ექსპორტი არ არის" | ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან
"ჩვენი ბიზნესი რუსეთში "კოკა-კოლას" ექსპორტი არ არის" | ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

"ჩვენი ბიზნესი რუსეთში "კოკა-კოლას" ექსპორტი არ არის" | ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 17:47|bm.ge

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” საქართველოდან რუსეთში “კოკა-კოლას” ექსპორტს არ ახორციელებს.

ამის შესახებ მან BMG-ის, რუსულ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა და მათ შორისაა საქართველოში წარმოებული “Coca-Cola”.

“ჩვენი ბიზნესი რუსეთში “კოკა-კოლას” გაყიდვა არ არის”, - უთხრა “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” დამფუძნებელმა BMG-ის და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში წარმოებული Coca-Cola-ს ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთში ხორციელდება.

“რუსეთში Coca-Cola-ს ექსპორტი ჩვენს ბიზნეს ინტერესებში არ შედის”, - ამბობს თემურ ჭყონია, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” საბითუმო პარტნიორებს შეუძლიათ, პროდუქცია რუსეთში გაიტანონ.

- გაუგებარია, რას ემსახურება [რუსეთის მარეგულირებლის] განცხადება - როდესაც ვნახე, გამეცინა. ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს ამ თემასთან. მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო გლობალურმა „კოკა-კოლამ“ რუსეთში ოპერირება საერთოდ შეწყვიტა…

- საქართველოდან რუსეთში „კოკა-კოლას“ ექსპორტი არ ხორციელდება?

- არა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კლასიკური გაგებით ექსპორტს რუსეთში არ ახორციელებს და არც არასდროს გაუკეთებია. ექსპორტი მხოლოდ გლობალურ „კოკა-კოლასთან“ შეთანხმებით არის შესაძლებელი.

- ანუ შესაძლებელია, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან” საბითუმო პარტნიორმა შეიძინოს პროდუქცია და მან გაყიდოს რუსეთში? - ესაა ექსპორტის „არაკლასიკური” ფორმა?

- დიახ, არსებობენ საბითუმო მოვაჭრეები, რომლებსაც სრულიად ლეგალურად, წესების დაცვით, შეუძლიათ შეიძინონ პროდუქცია და შემდეგ გაყიდონ. ეს თავისუფალი ვაჭრობაა. საქართველოდან შესაძლოა, მცირე რაოდენობები გადიოდეს, თუმცა ეს ჩვენს ბიზნესსა და რეპუტაციაზე არ მოქმედებს. ეს ლეგალური პროცესია, მაგრამ ეს ჩვენი ბიზნესი არ არის - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” რუსეთში ექსპორტს არ ახორციელებს. ეს თემა ჩვენთვის არასერიოზულია. რუსეთში „კოკა-კოლას“ გაყიდვა ჩვენი ბიზნესი არ არის და არც გვაქვს ამის ინტერესი.

- რომელ ბაზრებზე კონცენტრირდება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“?

- ჩვენი ინტერესის სფერო სამი ბაზარია: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. გლობალური „კოკა-კოლას“ მხარდაჭერით, შესაბამისი ოფიციალური ხელშეკრულებები სწორედ ამ სამ ქვეყანაში ოპერირებისთვის გვაქვს გაფორმებული. სხვა რეგიონები, მით უმეტეს რუსეთი, ჩვენს ინტერესებში არ შედის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 265 სტატია.

  • უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპატვ პირველი
  • საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებსრუსთავი 2
  • ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენფორმულა
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ინდექსაციის წესით 20 ლარით პენსიის ზრდა ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს - ირაკლი კობახიძე

ინდექსაციის წესით 20 ლარით პენსიის ზრდა ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე

"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე

BM.GE

წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის განახლებისთვის ₾1 მილიონი დაიხარჯება|მერია

წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის განახლებისთვის ₾1 მილიონი დაიხარჯება|მერია

BM.GE

₾10 000 ოჯახის თითოეულ წევრზე - მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს

₾10 000 ოჯახის თითოეულ წევრზე - მთავრობა დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამასაც აამოქმედებს

BM.GE