
Gen Z, მილენიალები, "ბეიბი ბუმერები" - რომელ ავტომობილს ანიჭებს სხვადასხვა თაობა უპირატესობას?
ავტომობილის შერჩევა მხოლოდ გადაადგილების საშუალების პოვნა როდია - ის ხშირად მძღოლის ცხოვრების ეტაპს, ფინანსურ შესაძლებლობებსა და თაობათაშორის ღირებულებებს ასახავს.
ავტოინდუსტრიის ბოლოდროინდელი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნები აქვს: თუ ახალგაზრდებისთვის უმთავრესი ეკონომიურობა, კომპაქტურობა და ხელმისაწვდომი ფასია, უფროსი თაობები მეტ უპირატესობას სიმძლავრეს, ტევადობასა და პრაქტიკულ მოდელებს ანიჭებენ.
ამასთან, ბაზარზე არსებობს გამონაკლისი, ლეგენდარული მოდელებიც, რომლებიც დროს უძლებს და ყველა ასაკის მძღოლის ნდობას ერთნაირად იმსახურებს.
წარმოგიდგენთ ავტომობილების 10 ყველაზე პოპულარულ მოდელს Z თაობას (Gen Z), მილენიალებს, X თაობასა (Gen X) და ბეიბი-ბუმერებს შორის.
კვლევა პლატფორმა Compare.com-ის მონაცემებს ეფუძნება, რომელმაც აშშ-ის ყველა შტატსა და ვაშინგტონის ოლქში 58 მილიონზე მეტი ავტოდაზღვევის განაცხადი გააანალიზა.
ადგილი Z თაობა (13-29) მილენიალები (29-45) X თაობა (45-61) ბუმერები (61-80) 1 Honda Civic Honda Accord Ford F-Series Ford F-Series 2 Honda Accord Toyota Camry Chevrolet Silverado Chevrolet Silverado 3 Toyota Camry Nissan Altima Toyota Camry Toyota Camry 4 Nissan Altima Ford F-Series Honda Accord Honda CR-V 5 Toyota Corolla Honda Civic Nissan Altima Ford Escape 6 Hyundai Elantra Chevrolet Silverado Chevrolet Equinox Chevrolet Equinox 7 Chevrolet Malibu Toyota Corolla Toyota Corolla Honda Accord 8 Ford F-Series Chevrolet Malibu Honda Civic Toyota RAV4 9 Nissan Sentra Chevrolet Equinox Ford Escape Nissan Rogue 10 Chevrolet Silverado Jeep Grand Cherokee Nissan Rogue Toyota Corolla
Gen Z უპირატესობას კომპაქტურ სედანებს ანიჭებს
Z თაობისთვის პირველ ადგილს Honda Civic-ი იკავებს, რომელსაც Honda Accord-ი და Toyota Camry მოსდევს. ამ თაობის TOP 10-ში რვა ავტომობილი სედანია, ხოლო ქროსოვერები და ჯიპები სიაში საერთოდ არ მოხვედრილა.
პიკაპები ახალგაზრდების რეიტინგში მაინც ჩნდება, თუმცა Ford F-Series-ი მხოლოდ მერვე ადგილზეა, Chevrolet Silverado კი - მეათეზე.
მილენიალები: ბალანსი სედანებსა და პიკაპებს შორის
მილენიალების რეიტინგში შესამჩნევი ცვლილება ჩანს: მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამი ადგილი კვლავ სედანებს უკავია, Ford F-Series-ი მეოთხე პოზიციაზე ინაცვლებს, Z თაობის რეიტინგში დაკავებული მე-8 ადგილის ნაცვლად.
X თაობა და ბეიბი-ბუმერები: უპირატესობა პიკაპებსა და ქროსოვერებს
X თაობასა და ბეიბი-ბუმერებში პირველ ადგილს Ford F-Series-ის პიკაპი იკავებს, მეორეზე კი Chevrolet Silverado-ა.
უფროს თაობებში პიკაპების პოპულარობა ცხოვრების წესსა და ბრენდისადმი ერთგულებას ასახავს. პიკაპები მოსახერხებელია ტვირთის გადასაზიდად, ბუქსირებისა და საოჯახო საქმიანობისთვის, ხოლო Ford-ი და Chevrolet-ი ამერიკული პიკაპების ბაზარზე ტრადიციულად წამყვანი სახელებია.
ორივე თაობისთვის მესამე ადგილზე Toyota Camry დგას, თუმცა მათი სიმპათია ქროსოვერებისადმი გაცილებით მკაფიოა: X თაობის ათეულში სამი SUV შედის, ხოლო ბეიბი-ბუმერების სიაში - ხუთი.
BM.GE
წყარო: bm.ge