მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ“ - მდინარაძე რეგიონებში პროექტების შეფერხებაზე კონტრაქტორებს აფრთხილებს
„ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ“ - მდინარაძე რეგიონებში პროექტების შეფერხებაზე კონტრაქტორებს აფრთხილებს

„ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ“ - მდინარაძე რეგიონებში პროექტების შეფერხებაზე კონტრაქტორებს აფრთხილებს

BM.GE19 აგვისტო, 2026, 20:02|bm.ge

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან რეგიონებში არსებულ დაუსრულებელ და უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მან მკაცრად გააფრთხილა ის კონტრაქტორები, რომლებიც, მისი თქმით, პრობლემების შექმნის ხარჯზე მატერიალური სარგებლის მიღებას ცდილობენ.

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს.

„მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი – ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდაა გაკეთებული.

მინდა, გავაფრთხილო ყველა, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული.

არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური. ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოდან ირანში ავტოექსპორტის ბუმია - ექსპორტირებულია $119 მილიონის ღირებულების ავტომობილები, ზრდა 78,458%-ია

საქართველოდან ირანში ავტოექსპორტის ბუმია - ექსპორტირებულია $119 მილიონის ღირებულების ავტომობილები, ზრდა 78,458%-ია

BM.GE

ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 4 486 გარიგება შედგა/როგორია უცხოელთა წილი?

ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 4 486 გარიგება შედგა/როგორია უცხოელთა წილი?

BM.GE

extra.ge იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

extra.ge იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ირმა ხეცურიანის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ირმა ხეცურიანის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

BM.GE