მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება - თამარ იოსელიანი
ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება - თამარ იოსელიანი

ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება - თამარ იოსელიანი

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 23:25|bm.ge

„საქართველოს რკინიგზაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები ჩატარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგა როგორც საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით, ასევე შესყიდვების მიმართულებით, რამაც დიდი დანაზოგი მოუტანა საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გაუმჯობესებულია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და გაორმაგებულია რკინიგზის წმინდა მოგება. თამარ იოსელიანი ასევე აქცენტს იმ მნიშვნელოვან ისტორიულ პროექტებზე აკეთებს, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.

„დასრულდა უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გაეშვა სრულ ექსპლუატაციაში, 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა ბაქო-თბილისი სამგზავრო მატარებელი. ასევე თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე შემცირდა სამგზავრო დრო 5,5 საათიდან 4 საათამდე. ასევე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველოს რკინიგზა შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის განცხადებით, გაწეული სამუშაოების შედეგები უკვე სახეზეა - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ შესყიდვა პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსი დაიზოგა, რაც ასევე საქართველოს რკინიგზის განვითარებას მოხმარდება.

„წლის ბოლომდე ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 200 ახალი ვაგონის შესყიდვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობას. საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

BM.GE

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

BM.GE

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

BM.GE

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

BM.GE