მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენთან დაბადებული 2000 ბავშვიდან, 52 სრული დაფინანსების დახმარებით გაჩნდა" - GGRC-ის ფონდის შედეგები
"ჩვენთან დაბადებული 2000 ბავშვიდან, 52 სრული დაფინანსების დახმარებით გაჩნდა" - GGRC-ის ფონდის შედეგები

"ჩვენთან დაბადებული 2000 ბავშვიდან, 52 სრული დაფინანსების დახმარებით გაჩნდა" - GGRC-ის ფონდის შედეგები

BM.GE24 მაისი, 2026, 23:20|bm.ge

გერმანულ-ქართული რეპროდუქციული კლინიკის (GGRC) დამფუძნებელმა, ნინო მუსერიძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ მათ მიერ შექმნილი ფონდის საქმიანობის შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კლინიკის დახმარებით დაბადებული 2 000 ბავშვიდან, 52 ფონდის 100%-იანი დაფინანსებით გაჩნდა.

GGRC-მა ფონდი 2019 წელს დააფუძნა, რომელიც უშვილო წყვილების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს. ნინო მუსერიძემ ისაუბრა კლინიკის საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც „დაბადება“ ერქვა და 22 მაისს, ნიკოლოზობას გაიმართა, რა დროსაც კიდევ ორი სრული დაფინანსება გაიცა.

"მინდა ვთქვა, რომ სწორედ იმ „დაბადებას“, რომელსაც დავარქვით ჩვენი "ივენთი", რომელიც იყო 22 მაისს, ნიკოლოზობას, ზუსტად კიდევ ორი ასპროცენტიანი დაფინანსება გავეცით“, - განაცხადა ნინო მუსერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ასევე წარადგინეს ახალი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სამედიცინო ჟურნალი M Factor, რომლის მთავარი რედაქტორი თავად ნინო მუსერიძეა. ჟურნალი ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს აერთიანებს, ხოლო მისი სარეკლამო გაყიდვებიდან მიღებული თანხა სრულად ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება და უშვილო წყვილების მკურნალობას მოხმარდება.

"ყველა ადამიანმა, ვინც სპონსორობა გასწია, თქვა, რომ ვინაიდან ფონდში ჩაირიცხება ჩვენი ჩარიცხული თანხა, ბოლომდე ვმონაწილეობ“, - თქვა GGRC-ის დამფუძნებელმა. მისივე თქმით, GGRC-ის ფონდი ყოველთვიურად საშუალოდ 10 პაციენტს ეხმარება და მხარდაჭერა მხოლოდ ერთჯერადი არ არის.

მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლინიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ონკოლოგიურ პაციენტებს, მარტოხელა ქალებსა და იმ ადამიანებს, ვისთვისაც დრო გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.

„მარტოხელა ქალბატონებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათ შვილი ჰყავდეთ, აუცილებლად ვეხმარებით; ონკოლოგიურ პაციენტებზე საერთოდ საუბარი არ არის, მათთვის დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ ყველანაირ დახმარებას“, - თქვა მან.

ინტერვიუში ნინო მუსერიძემ GGRC-ის საერთაშორისო გაფართოების გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კლინიკა უკვე ოპერირებს ერევანში და სახელმწიფო პროგრამაშიც ჩაერთო.

„დღეს სომხეთში ვართ პირველი კლინიკა, რომელსაც აქვს ISO სერტიფიკატი, პირველი კლინიკა, რომელსაც აქვს თაიმლაფსი (ტექნოლოგია, რომელიც ემბრიონის განვითარებას სპეციალური კამერით უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და აფიქსირებს) და აქვს ლაზერული ჰეტჩინგი (ემბრიონს ეხმარება გარსიდან გამოსვლაში და საშვილოსნოში მიმაგრებაში)“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ GGRC აკრედიტაციის პროცესს გადის უკრაინის ქალაქ ლვოვშიც, სადაც მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის გახსნა იგეგმება.

ნინო მუსერიძემ "ბიზნესის კვირეულში" სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ GGRC საქართველოში მეოთხე თაობის IVF ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს. „ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებთ“, - თქვა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობსიმედი
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →შედეგები →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE