მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთთან ურთიერთობები მყარი და ძლიერი იყოს - მაკა ბოჭორიშვილი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთთან ურთიერთობები მყარი და ძლიერი იყოს - მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთთან ურთიერთობები მყარი და ძლიერი იყოს - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 15:30|bm.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტისა და რეგიონული დაკავშირებადობის გათვალისწინებით, საქართველო აქტიურად ავითარებს სტრატეგიულ და სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას ჩინეთთან, ცენტრალური აზიისა და ყურის ქვეყნებთან.

„პირველ რიგში, ჩინეთის მზარდი როლი გლობალურად თვალსაჩინოა. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა; რომ ეს ურთიერთობები იყოს მყარი და ძლიერი, იმ ქვეყანასთან, რომელიც სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ჩვენს რეგიონში სწორედ საქართველოში, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ჩინეთის მხრიდან. ჩვენი ურთიერთობები ბოლო პერიოდში ნამდვილად დინამიკურად ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის და რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ სწორედ ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თუ სხვა. ბევრი ნაბიჯი ვიხილეთ, ჩინეთის მხრიდან გადადგმული, საქართველოსთან ურთიერთობებში, რაც სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და გამყარებას ისახავდა მიზნად, - დაწყებული უვიზო მიმოსვლით, დამთავრებული თავისუფალი ვაჭრობით. რაც მთავარია, ეს არის დინამიკური პროცესი და წინ კიდევ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, სხვადასხვა მიმართულებით გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში.

მან ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონული კავშირების კონტექსტში საქართველო მათთვის დასავლეთთან დამაკავშირებელი მთავარი გზაა.

“ზოგადად, როცა დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა რეგიონებთან ურთიერთობების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურ კონტექსტს, რაც ჩვენს გარშემოა, ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობები ვაშენოთ სხვადასხვა რეგიონებთან. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობები ასევე დინამიკურად ვითარდება ბოლო პერიოდში, ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინსვლა იყო სწორედ ამ ხუთ ქვეყანასთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ემასპინძლა ხუთივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ცოტა ხნის წინ. ესეც მნიშვნელოვანი ფორმატი იყო. ხუთივე ქვეყნის მხრიდან დაფიქსირდა, რომ მათ აქვთ სურვილი ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების და გაღრმავების, გაძლიერების სხვადასხვა მიმართულებებით და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებს შორის ურთიერთობის კონტექსტში. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩვენი რეგიონი მნიშვნელოვანია და ჩვენს რეგიონში საქართველოსთან ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ საქართველო არის მათთვის დასავლეთთან დამაკავშირებელი გზა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ისაუბრა ყურის ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზეც.

„რაც შეეხება ყურის ქვეყნებს, ყურის ქვეყნებთან ურთიერთობებს, იცით, თუ რა ეკონომიკური სიძლიერის ქვეყნებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ჩვენთვის, ძალიან ბევრი განვითარებული, ჩვენზე უფრო ეკონომიკურად წინ წასული ქვეყნებისთვისაც, მათთან ურთიერთობების გამყარება, გაძლიერება ინვესტიციების კუთხით, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და რა თქმა უნდა, ესეც ჩვენთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა. გარდა ამისა, ვხედავთ, რა ხდება რეგიონში და მათი როლი როგორია - თუნდაც სამშვიდობო პროცესებში რა როლს თამაშობენ ისინი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათთან პოლიტიკური დიალოგის ქონა და არა მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის, კონკრეტული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაც“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 130 სტატია.

  • ჩინეთში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა დაიწყოფორმულა
  • ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთტვ პირველი
  • გენადი არველაძე: ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის არის გარკვეული სანიტარული, ფიტოსანიტარული მოთხოვნები, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფრინველის ხორცის, თაფლის, სხვადასხვა ხილის და პროდუქტების სერტიფიცირებასა და აღიარებასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ცხინვალში მიიჩნევენ, რომ საქართველოს დასავლური ზეწოლისგან ჩინეთთან პარტნიორობა იცავსნეტგაზეთი
ჩინეთის →იყოს →

მსგავსი სტატიები

ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ | პრემიერი

ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ | პრემიერი

BM.GE

15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ

15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ

BM.GE

ოთხი ქვეყნის ლიდერებმა რუსეთს ზამთრის ენერგეტიკული ზავისკენ მოუწოდეს

ოთხი ქვეყნის ლიდერებმა რუსეთს ზამთრის ენერგეტიკული ზავისკენ მოუწოდეს

BM.GE

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა

BM.GE