მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. CIA-ს დირექტორი კუბაში ჩავიდა
CIA-ს დირექტორი კუბაში ჩავიდა

CIA-ს დირექტორი კუბაში ჩავიდა

BM.GE16 მაისი, 2026, 02:36|bm.ge

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, იგივე CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი კუბაში ვიზიტით ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, თეთრმა სახლმა კომუნისტურ რეჟიმს დახმარების სანაცვლოდ ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება შესთავაზა.

Reuters-ის ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა კუბელ კანონმდებლებს გადასცა შეტყობინება, რომელიც ვაშინგტონის მხრიდან თანამშრომლობის დაწყებას მხოლოდ პოლიტიკური რეფორმების შემთხვევაში ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება კუბაში არსებულ მძიმე ენერგეტიკულ კრიზისს ემთხვევა. წლების განმავლობაში ვენესუელური ნავთობის იმპორტზე დამოკიდებული კუნძული ახლა ენერგორესურსების გარეშეა დარჩენილი. როგორც ირკვევა, ამერიკული ბლოკადის გამო კუბის მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში 22 საათის განმავლობაში არ მიეწოდება. საყურადღებოა, რომ ამ ფაქტმა ჰავანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე გამოიწვია. კუბის ენერგეტიკის მინისტრის ვისენტე დე ლა ო ლევის განცხადებით, კუნძულზე საწვავისა და დიზელის მარაგი სრულად ამოწურულია.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ CIA-ს დირექტორის ვიზიტის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბასთვის $100 მილიონის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ოფიციალური ჰავანა მათ პოლიტიკურ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბის მთავრობას საფრთხედ მიიჩნევს. როგორც ცნობილია, თეთრი სახლი ირანთან ომის დასრულების შემდეგ ყურადღების ამ მიმართულებით გადატანას გეგმავს.

ცნობისთვის, 1959 წლის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ეს ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის კუბაში განხორციელებული მხოლოდ მეორე ვიზიტია. კუბის ხელისუფლების განცხადებით, კუნძული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ ქმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE