მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Commerzbank-მა გადაწყვიტა 3 000 თანამშრომელი გაათავისუფლოს
Commerzbank-მა გადაწყვიტა 3 000 თანამშრომელი გაათავისუფლოს

Commerzbank-მა გადაწყვიტა 3 000 თანამშრომელი გაათავისუფლოს

BM.GE9 მაისი, 2026, 04:25|bm.ge

გერმანულმა Commerzbank-მა, იტალიური UniCredit-ის მიერ წარმოდგენილი წინადადების საპასუხოდ, ახალი სტრატეგია წარადგინა. გეგმა 3 000 სამუშაო ადგილის შემცირებასა და მოგების სამიზნე მაჩვენებლების მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს.

ბანკის ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯით ცდილობს დაარწმუნოს ინვესტორები, რომ გერმანიის სიდიდით მეორე ფინანსურ ინსტიტუტს დამოუკიდებლად განვითარების რესურსი აქვს.

როგორც ირკვევა, განახლებული პროგნოზით, Commerzbank-ი 2028 წლისთვის შემოსავლების 15 მილიარდ ევრომდე გაზრდას გეგმავს, რაც ადრე განსაზღვრულ 14.2 მილიარდ ევროს აღემატება.

ამასთან, Commerzbank-ის ხელმძღვანელობამ UniCredit-ის მიერ წარდგენილ, 37 მილიარდი ევროს ღირებულების შეთავაზებას ბუნდოვანი უწოდა. იტალიური ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეა ორჩელი, რომელიც Commerzbank-ის აქციების თითქმის 30%-ს ფლობს, ხარჯების 1.3 მილიარდი ევროთი შემცირებასა და 7 000 თანამშრომლის დათხოვნას გეგმავდა. Commerzbank-ში მიიჩნევენ, რომ იტალიური მხარის ნარატივი შეცდომაში შემყვანია და ბანკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ UniCredit-ის აგრესიულ პოლიტიკას გერმანიის მთავრობა მკაცრად უპირისპირდება. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ქვეყანა საბანკო სექტორში მტრულ და აგრესიულ შთანთქმებს უარყოფს. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ნდობას ანგრევს და გერმანული ინსტიტუტების მიმართ დაუშვებელია. ამჟამად გერმანიის სახელმწიფო Commerzbank-ის აქციების 12%-ს ფლობს.

შეგახსენებთ, Commerzbank-მა მიმდინარე ათწლეულის დასაწყისში შტატები უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა და 10 000 სამუშაო ადგილი გააუქმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE