მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. COP31-ზე ქვრივიშვილი აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან და თურქეთთან პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებს
COP31-ზე ქვრივიშვილი აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან და თურქეთთან პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებს

COP31-ზე ქვრივიშვილი აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან და თურქეთთან პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებს

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 17:22|bm.ge

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის ენერგეტიკისა მინისტრებთან ერთად, “აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას” მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრები მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალურ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც თურქეთის მიერ არის ინიციირებული. ის მიზნად ისახავს, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან თანამშრომლობით, ახალი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მდგრად განვითარებასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ინიციატივა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, სუფთა ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ციფრული და მულტიმოდალური კავშირების განვითარება, ასევე მწვანე პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თურქეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • თურქეთში, ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდატვ პირველი
  • მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავესრუსთავი 2
  • ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავესნეტგაზეთი
თურქეთის →

მსგავსი სტატიები

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება

BM.GE

ტერაბანკის მხარდაჭერით UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრა

ტერაბანკის მხარდაჭერით UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრა

BM.GE

„ბეიკერ ტილი ჯორჯია“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ბეიკერ ტილი ჯორჯია“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE