მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 17:15|bm.ge

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი იკლებს. ამ დროისთვის ბრენტის ფასი ბარელზე 91 დოლარამდეა შემცირებული, გუშინდელთან შედარებით კლება 1%-ს აჭარბებს, კვირის ჭრილში კი 12%-ია. ნედლი ნავთობის ფასი კი 85 დოლარამდეა შემცირებული, დღისა და კვირის ჭრილში კლება 1.4%-სა და 11%-ს შეადგენს. თითქმის 2%-იანი კლებაა WTI-ზე [West Texas Intermediate], რომელიც 85 დოლარი ღირს.

დაღმასვლის ტენდენცია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალ განცხადებას უკავშირდება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტის საკითხებზე დიპლომატიური მოლაპარაკებების პროგრესის შემთხვევაში, ამერიკა თეირანზე ახალ სამხედრო იერიშებს აღარ მიიტანს და კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმებით დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეცვლილი პოლიტიკური ვითარებაც მოქმედებს. ამ არჩევნებში დადასტურდა, რომ ამერიკელების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანის ომი და მის გამო გაძვირებული ნავთობია შესაბამისად, ახლა ინვესტორები ფიქრობენ, რომ დემოკრატიული პარტიის მართვაში გადასული კონგრესი ყველაფერს გააკეთებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად და ტრამპის ძალაუფლების შესაზღუდად.

პარალელურად, JPMorgan-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება ფიქსირდება. დოკუმენტის თანახმად, ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტის აღდგენისა და გლობალურად შემცირებული მოთხოვნის გამო, სექტემბერში ნავთობის გლობალურმა პროფიციტმა დღეში 1.1 მილიონი ბარელი შეადგინა. ბანკის შეფასებით, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დღეში 1.4 მილიონ ბარელამდე გაიზარდა და თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, ჭარბი მიწოდება ნავთობის მკვეთრ გაუფასურება გამოიწვევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამოგონილი ონლაინ-კაზინო და ყალბი IT კონტრაქტი: პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი პასუხისგებაში მისცა

გამოგონილი ონლაინ-კაზინო და ყალბი IT კონტრაქტი: პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი პასუხისგებაში მისცა

BM.GE

მობილიზაციის მოლოდინში, რუსეთიდან საქართველოსკენ რეკორდული რაოდენობის მიგრანტი გაედინება | The Moscow Times

მობილიზაციის მოლოდინში, რუსეთიდან საქართველოსკენ რეკორდული რაოდენობის მიგრანტი გაედინება | The Moscow Times

BM.GE

COP31-ზე ქვრივიშვილი აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან და თურქეთთან პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებს

COP31-ზე ქვრივიშვილი აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან და თურქეთთან პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებს

BM.GE

ტერაბანკის მხარდაჭერით UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრა

ტერაბანკის მხარდაჭერით UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრა

BM.GE