მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. CoreWeave-ის შემოსავალი 168%-ით გაიზარდა - კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა
CoreWeave-ის შემოსავალი 168%-ით გაიზარდა - კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა

CoreWeave-ის შემოსავალი 168%-ით გაიზარდა - კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 03:00|bm.ge

2026 წლის მესამე კვარტალში ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის პროვაიდერ CoreWeave-ის შემოსავალი წლიურად 168%-ით, $3.66 მილიარდამდე გაიზარდა და უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $3.55 მილიარდს გადააჭარბა.

თუმცა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა ზარალი $110 მილიონს შეადგენდა, ამჯერად მაჩვენებელმა $709 მილიონი შეადგინა. ამასთან, თითოეულ აქციაზე კორექტირებული ზარალი 95 ცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება სხვა ფინანსურ დეტალებს, კომპანიის ხელშეკრულებებით გარანტირებული შემოსავლების პორტფელი $132.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ივნისის მაჩვენებელს ($104 მილიარდი) მნიშვნელოვნად აღემატება.

აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, კომპანიის ზოგიერთი ობლიგაციის შემოსავლიანობამ 16%-ს გადააჭარბა, მთლიანმა სასესხო ვალდებულებებმა კი მესამე კვარტალის ბოლოს $47 მილიარდი შეადგინა.

ფინანსურმა დირექტორმა, ნიტინ აგრავალმა განმარტა, რომ არსებული განაკვეთების პირობებში CoreWeave-ი 2027 წლამდე არაუზრუნველყოფილი ვალის მოზიდვას აღარ გეგმავს და აქცენტს აქტივებით უზრუნველყოფილ სესხებზე გადაიტანს.

აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ ინტრატორმა კი აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის საჭირო კაპიტალის ძირითად ნაწილს მომხმარებლების წინასწარი გადახდები და ტექნიკური პარტნიორების დაფინანსება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიის მენეჯმენტმა 2026 წლის ფინანსური პროგნოზი გააუმჯობესა. კერძოდ, CoreWeave-ი წლიურ შემოსავალს $13 მილიარდიდან $13.3 მილიარდამდე დიაპაზონში ელოდება, რაც LSEG-ის მოლოდინზე ($12.86 მილიარდი) მაღალია.

პარალელურად, კომპანია წლიური კაპიტალური დანახარჯების $37-$39 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს და წლის ბოლომდე აქტიური სიმძლავრეების 1.85 გიგავატამდე გაფართოებას აანონსებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რომ ბაზრის მერყეობებს გაუძლოს - საპენსიო ფონდი

პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რომ ბაზრის მერყეობებს გაუძლოს - საპენსიო ფონდი

BM.GE

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

"საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ" - რა თქვა კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე

"საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ" - რა თქვა კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE