მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ" - რა თქვა კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე
"საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ" - რა თქვა კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე

"საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ" - რა თქვა კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 02:07|bm.ge

"ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან თქვა, რომ საქართველო ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება.„მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. “კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სპეციფიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა 2022 წლის ივნისში ჩვენს განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოგვიანებით, საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამის შემდეგ ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოგვიანებით, ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო. ეს 2024 წლის ივნისში მოხდა. დღეს ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე თქვა, რომ საქართველო შავ ზღვასთან, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ.

„საკითხი, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო, საქართველოს სტრატეგიული როლია, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებითაც ვხედავთ ევროპისთვის არასასურველ ტენდენციებს, რომლებიც უარყოფითად აისახება მის ეკონომიკაზე. ევროპამ დაკარგა აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული გარკვეული სატრანსპორტო და ეკონომიკური მარშრუტები. ამასთან, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპამ, კერძოდ, ევროკავშირმა, დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ევროპამ ასევე დაკარგა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ამასთან, ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ გრძელდება და ისიც უარყოფითად მოქმედებს ევროპის აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობაზე. ამ ვითარებაში საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება.

საქართველო შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ. ესენია სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ, და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო. თუ უფრო შორს გავიხედავთ, ამ მარშრუტის საშუალებით ევროპას შეუძლია დაუკავშირდეს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ამ რეგიონს უკვე აკავშირებს ევროპასთან.

„მაგალითად, სტრატეგიული მილსადენები, რომელთა მეშვეობითაც კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირი და ნავთობი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეწოდება. ერთ-ერთი მათგანია ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს. მეორეა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის საშუალებითაც ნავთობი ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რომ ბაზრის მერყეობებს გაუძლოს - საპენსიო ფონდი

პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რომ ბაზრის მერყეობებს გაუძლოს - საპენსიო ფონდი

BM.GE

CoreWeave-ის შემოსავალი 168%-ით გაიზარდა - კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა

CoreWeave-ის შემოსავალი 168%-ით გაიზარდა - კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა

BM.GE

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE