მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Cred-ი Meta-სგან $900 მილიონს მოიზიდავს, სტარტაპის დამფუძნებელი კი WhatsApp-ს უხელმძღვანელებს
Cred-ი Meta-სგან $900 მილიონს მოიზიდავს, სტარტაპის დამფუძნებელი კი WhatsApp-ს უხელმძღვანელებს

Cred-ი Meta-სგან $900 მილიონს მოიზიდავს, სტარტაპის დამფუძნებელი კი WhatsApp-ს უხელმძღვანელებს

BM.GE23 ივნისი, 2026, 22:55|bm.ge

ინდოეთში დაფძნებული სტარტაპი Cred-ი ახალი საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში, რომელსაც მარკ ცუკერბერგის Meta უხელმძღვანელებს, $900 მილიონის მოზიდვას გეგმავს. ორშაბათს გავრცელებულ პრესრელიზში ინდურმა კომპანიამ აღნიშნა, რომ ბოლო საინვესტიციო რაუნდში მისმა შეფასებამ $4 მილიარდს გადააჭარბა.

მოზიდული თანხა ზრდის დაჩქარებას, ინსტიტუციურ განვითარებასა და სხვადასხვა კატეგორიაში ლიდერობის განმტკიცებას მოხმარდება. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ სტარტაპის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კუნალ შაჰი კომპანიას ტოვებს და WhatsApp-ში გადადის, სადაც უილ კათკარტს შეცვლის და წამყვან პოზიციას დაიკავებს.

როგორც ირკვევა, საინვესტიციო რაუნდის დასრულების შემდეგ Meta ინდური ფინტექ-პლატფორმის მცირე წილის მფლობელი გახდება, თუმცა კომპანიის წევრების მონაცემებზე წვდომას ვერ მიიღებს.

Cred-ის ინვესტორების განმარტებით, სერიულ ფინტექ-მეწარმეს კომპანიის წარმატებაში გადამწყვეტი როლი აქვს შესრულებული, რადგან პლატფორმამ 170 მილიონზე მეტი გადახდისუნარიანი მომხმარებლისგან შემდგარი ბაზის შექმნა შეძლო. ამასთან, ინვესტორებმა აღნიშნეს, რომ Cred-ის უჩვეულო წარმატება დიდწილად სწორედ კუნალ შაჰის დამსახურებაა.

რაც შეეხება მენეჯმენტში დაგეგმილ ცვლილებებს, კუნალ შაჰის Meta-ში გადასვლის შემდეგ, პლატფორმის დროებითი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას მიტენ სამპატი დაიკავებს, რომელიც მანამდე კომპანიის სტრატეგიისა და ფინანსების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ Meta-მ WhatsApp-ი 2014 წელს, $19 მილიარდად შეიძინა, ამჟამად კი მის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 3 მილიარდს აჭარბებს. თავად კუნალ შაჰმა ფინტექ-სექტორში საქმიანობა 2010 წელს, ციფრული საფულის, Freecharge-ის დაარსებით დაიწყო, რომელიც 2015 წელს Snapdeal-ს $449 მილიონად მიჰყიდა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, დღევანდელი პლატფორმა Cred-ი შექმნა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის რეგიონებში საწვავის დეფიციტი და ფასები იზრდება

რუსეთის რეგიონებში საწვავის დეფიციტი და ფასები იზრდება

BM.GE

5 თვეში სომხეთიდან იმპორტი გაორმაგდა - რამ განაპირობა?

5 თვეში სომხეთიდან იმპორტი გაორმაგდა - რამ განაპირობა?

BM.GE

ბანკებს დაეკარგებათ მოტივაცია, ლოიალობის აქციები ამუშაონ - კეპულაძე უნივერსალურ სალარო აპარატებზე

ბანკებს დაეკარგებათ მოტივაცია, ლოიალობის აქციები ამუშაონ - კეპულაძე უნივერსალურ სალარო აპარატებზე

BM.GE

SK Hynix-მა Samsung-ს გადაასწრო და სამხრეთ კორეის ყველაზე ძვირად ღირებული საჯარო კომპანია გახდა

SK Hynix-მა Samsung-ს გადაასწრო და სამხრეთ კორეის ყველაზე ძვირად ღირებული საჯარო კომპანია გახდა

BM.GE