მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „დაფნამ“ ფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?
„დაფნამ“ ფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?

„დაფნამ“ ფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 22:30|bm.ge

რესტორან „დაფნაში“ ფასები საშუალოდ 10%-ით გაიზარდა, თუმცა კომპანიის შეფასებით, ცვლილებას მომხმარებელთა აქტივობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. როგორც ქსელის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ მამეიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, ფასების კორექტირება პროდუქტების გაძვირებამ განაპირობა.

„ფასების სადღაც 10%-ის ფარგლებში მოგვიწია კორექცია - პროდუქციას გააჩნია. რაღაცები ცოტა მეტად გაძვირდა და რაღაცები ნაკლებად. გაძვირებაზე მომხმარებლების მხრიდან რაიმე უკუკავშირი არ მიგვიღია.

გაყიდვებიც თითქმის იგივეა, შეიძლება ცოტა ზრდაც იყოს იმის ხარჯზე, რომ გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა არ არის, რაზედაც შემიძლია ვისაუბრო და გამოვყო“, - ამბობს „დაფნას“ თანადამფუძნებელი.

მომხმარებლების სეგმენტი დღის მონაკვეთის მიხედვით განსხვავდება. როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი ამბობს, დღის განმავლობაში რესტორნებში უცხოელი ტურისტები ჭარბობენ, საღამოს კი ადგილობრივი მომხმარებლების აქტივობა იზრდება. ამასთან, კომპანია კვალიფიციური კადრების მოძიებასა და შენარჩუნებას კვლავ გამოწვევად მიიჩნევს.

„კვალიფიციური კადრების პრობლემა არის, თორემ კადრების პრობლემა არ არის. როგორც ყოველთვის, იგივე მდგომარეობაა - პრობლემატური საკითხია კვალიფიციური კადრის მოძიება და შემდეგ შენარჩუნება. ამჟამად, 120-150 ადამიანს ვასაქმებთ“, - აღნიშნავს მამეიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE