მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დაიცავი ილიაუნის 100-საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა"|განცხადება
"დაიცავი ილიაუნის 100-საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა"|განცხადება

"დაიცავი ილიაუნის 100-საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა"|განცხადება

BM.GE25 მაისი, 2026, 03:10|bm.ge

მოძრაობა "დაიცავი ილიაუნი" დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მხარდაჭერის მარათონის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც მოძრაობა იტყობინება, ამჟამინდელი მონაცემებით შეგროვებულია 1 650 000 ლარი.

"ეს არის მაჩვენებელი, რომელიც დაიცავი ილიაუნის გუნდისთვის მარათონის დაწყებამდე იყო წარმოუდგენელი და ეს ის მომენტია, როდესაც უსაზღვრო სიხარულით შეგვიძლია გამოვაცხადოთ - შევცდით! უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საამაყო შედეგის დაფიქსირებაში წვლილი შეიტანა. მადლობა საქართველოს მოსახლეობას, სტუდენტებს, ემიგრანტებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, მცირე და მსხვილ ბიზნესებს და თითოეული თქვენგანს, ვინც თანხის შეგროვებასა და ინფორმაციის გავრცელებაში მიიღეთ მონაწილეობა!!! ხალხი გაერთიანდა ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო - ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას.

აგროვებული თანხის ოდენობა უმნიშვნელოვანესია და ამ რესურსით გაცილებით მეტის გაკეთების საშუალება მოგვეცა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა და ამ ყველაფერმა გამოკვეთა საზოგადოების პოზიცია. დიუშენის დისტროფიის მქონე ახალგაზრდების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ ბავშვების ოჯახებისა და საზოგადოების მცირე ნაწილის, არამედ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა. მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს. მაგრამ დაიცავი ილიაუნის ფონდი, რა საკვირველია, არ წყვეტს თანხის შეგროვებას და შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი დაიცავი ილიაუნის გუნდი აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ნათელი მომავლისთვის", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE