
დაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა | შსს
დაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge