მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა
პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

ფორმულა|formulanews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

პენიტენციური უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას, "დეზინფორმაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ "ეს არის სრული სიცრუე და გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება".

"სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.

ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი", - ვკითხულობთ პენიტენციურის განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რომელმაც

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციებიიმედი
  • როგორია ეკონომიკური კავშირები ბრიტანეთთან, რომელმაც საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა?BM.GE
  • ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდატვ პირველი
  • სააკაშვილი არ იშლის თავის ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რევანშით, ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2
რომელმაც →

მსგავსი სტატიები

უკრაინამ ახალი შუა დარტყმის კლასის დრონების წარმოება დაიწყა

უკრაინამ ახალი შუა დარტყმის კლასის დრონების წარმოება დაიწყა

ფორმულა

უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი საერთაშორისო წინადადება მიიღო — ანდრეი სიბიგა

უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი საერთაშორისო წინადადება მიიღო — ანდრეი სიბიგა

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის დელეგაციას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის დელეგაციას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ფორმულა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს

ფორმულა