მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დამასკოში, მაკრონის ვიზიტის დროს, სასტუმროსთან აფეთქებები მოხდა - დაშავებულია 18 ადამიანი
დამასკოში, მაკრონის ვიზიტის დროს, სასტუმროსთან აფეთქებები მოხდა - დაშავებულია 18 ადამიანი

დამასკოში, მაკრონის ვიზიტის დროს, სასტუმროსთან აფეთქებები მოხდა - დაშავებულია 18 ადამიანი

BM.GE7 ივლისი, 2026, 12:58|bm.ge

სირიის დედაქალაქ დამასკოში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფიციალური ვიზიტის დროს, ორი აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქებები სასტუმრო Four Seasons-ის მახლობლად მოხდა. იმ სასტუმროს სიახლოვეს, სადაც თავად საფრანგეთის პრეზიდენტი დაბინავდა. როგორც ირკვევა, ამ ინციდენტის დროს მაკრონი სირიის პრეზიდენტთან, აჰმად ალ-შარაასთან შესახვედრად საპრეზიდენტო სასახლეში შედიოდა. მომხდარის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის ოთხი სამართალდამცველი დაშავდა. ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთის ლიდერი უსაფრთხოდ არის, მისი ვიზიტი კი გეგმის მიხედვით გაგრძელდება.

რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, ემანუელ მაკრონი სირიაში ორდღიანი ვიზიტით გუშინ, ორშაბათს ჩავიდა. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყანას ბიზნესდელეგაციასთან ერთად ეწვია. თავად ვიზიტის მიზანი კი რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვაა.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის დამასკოში სუვერენული სახელმწიფოს მხარდასაჭერად ჩავიდა და რომ ეს სტუმრობა მხარეებს "სტაბილურობის ახალი ფურცლის გადაშლაში დაეხმარება".

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სირიის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანას დასავლეთ ევროპის ლიდერი ეწვია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი თურქეთში, NATO-ს სამიტზე მიემგზავრება

ტრამპი თურქეთში, NATO-ს სამიტზე მიემგზავრება

BM.GE

დიღომი გარდენსის კამპანია „დიღომი გარდენსი“ პასუხობს კითხვას - რა სურთ მობინადრეებს თანამედროვე თბილისისგან

დიღომი გარდენსის კამპანია „დიღომი გარდენსი“ პასუხობს კითხვას - რა სურთ მობინადრეებს თანამედროვე თბილისისგან

BM.GE

2022 წლამდე დაწყებული გამოსახლების 600-ზე მეტი საქმე კვლავ დაუსრულებელია - აღსრულების ბიურო

2022 წლამდე დაწყებული გამოსახლების 600-ზე მეტი საქმე კვლავ დაუსრულებელია - აღსრულების ბიურო

BM.GE

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

BM.GE