მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დამატებითი გაზის" ხელშეკრულებით მიღებული გაზი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული - სამინისტრო
"დამატებითი გაზის" ხელშეკრულებით მიღებული გაზი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული - სამინისტრო

"დამატებითი გაზის" ხელშეკრულებით მიღებული გაზი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული - სამინისტრო

BM.GE18 მაისი, 2026, 21:50|bm.ge

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, "დამატებითი გაზის" შესახებ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტი ხელს შეუწყობს საქართველოს, მათ შორის, სოციალური გაზის სექტორის გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებას.

ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ახალი ოცწლიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელებმა.

ხაზგასასმელია, რომ კორპორაციასა და შესაბამის მომწოდებელ კომპანიას შორის დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 2003 წელს არის გაფორმებული, რომელსაც ვადა ეწურება, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობისთვის.

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში გაფორმებული ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შედეგი მრავალწლიანი მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. აღნიშნული თანამშრომლობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და მხოლოდ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებით არ შემოიფარგლება - ის არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ისეთი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა სამხრეთკავკასიური მილსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-სუფსის ნავთობსადენი", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიაიმედი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE