მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დანიის მთავრობამ სკოლებში მობილური ტელეფონების სრული აკრძალვა დააანონსა
დანიის მთავრობამ სკოლებში მობილური ტელეფონების სრული აკრძალვა დააანონსა

დანიის მთავრობამ სკოლებში მობილური ტელეფონების სრული აკრძალვა დააანონსა

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 23:13|bm.ge

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა დაწყებით და საბაზო სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა პირადი ციფრული მოწყობილობების სრული აკრძალვის გადაწყვეტილება გამოაცხადა.

როგორც ირკვევა, ახალი შეზღუდვა როგორც საკლასო ოთახებს, ისე სასკოლო ეზოებსაც მოიცავს. ქვეყნის განათლების მინისტრის, მაგნუს ჰოინიკეს განცხადებით, რეგულაცია არ შეეხება იმ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ციფრული მოწყობილობა მოსწავლეს სისხლში შაქრის გასაზომად ან დისლექსიის დასაძლევად ესაჭიროება. დარგობრივი უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ეს წესი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალ რეალობას შექმნის.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მკაცრი ინიციატივა საერთაშორისო კვლევის, PISA-ს უახლეს შედეგებს უკავშირდება. სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დანიელი 15 წლის მოსწავლეების აკადემიური მოსწრება კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ისტორიულ მინიმუმამდე გაუარესდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაფიქსირებული ვარდნა მოზარდების ციფრულ პლატფორმებთან ყოველდღიურ და ჭარბ ურთიერთობას უკავშირდება. მეტე ფრედერიკსენის განმარტებით, უფროსებმა მოზარდებს ეკრანებთან ზედმეტად დიდი დროის გატარების შესაძლებლობა მისცეს, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო.

საყურადღებოა, რომ სკოლების მობილური მოწყობილობებისგან გათავისუფლების შესახებ პოლიტიკური შეთანხმება დანიაში ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში შედგა, თუმცა ადგილობრივმა პარლამენტმა, ფოლკეტინგმა ეს საკანონმდებლო ინიციატივა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გამო ვერ დაამტკიცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

BM.GE

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

BM.GE

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

BM.GE