მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმია მოსალოდნელი - სააგენტოს გაფრთხილება
დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმია მოსალოდნელი - სააგენტოს გაფრთხილება

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმია მოსალოდნელი - სააგენტოს გაფრთხილება

BM.GE25 ივლისი, 2026, 21:13|bm.ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგიერთ რეგიონში კი ძლიერი ნალექი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვნალექიანობა განსაკუთრებით აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებშია მოსალოდნელი.

ამასთან, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო შავ ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა დაფიქსირდეს.

სააგენტო მოსახლეობას შესაძლო საფრთხეების შესახებაც აფრთხილებს: მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, მოსალოდნელი საფრთხის დონე საშუალოა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

BM.GE

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

BM.GE

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

BM.GE

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

BM.GE