მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დასავლურ ბაზრებზე ღვინის მარკეტინგის ბიუჯეტი გასაზრდელია - შალვა ქურდაძე
დასავლურ ბაზრებზე ღვინის მარკეტინგის ბიუჯეტი გასაზრდელია - შალვა ქურდაძე

დასავლურ ბაზრებზე ღვინის მარკეტინგის ბიუჯეტი გასაზრდელია - შალვა ქურდაძე

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 13:40|bm.ge

მეღვინეობა “ფაფრის ველის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დასავლურ ბაზრებზე ქართული ღვინის მარკეტინგის ბიუჯეტი მნიშვნელოვნადაა გასაზრდელი.

როგორც შალვა ქურდაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის კომპანიების ნაწილის იმპორტის შეზღუდვის და ამ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულების ფონზე, აუცილებელია, მაღალმსყიდველუნარიან ქვეყნებში მარკეტინგული აქტივობები მნიშვნელოვნად გააქტიურდეს.

“ფაფრის ველის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ღვინის მარკეტინგის ბიუჯეტი, რომელიც მიმდინარე წლისთვის 18 მლნ ლარის ფარგლებშია, სხვადასხვა ბაზრებზე მარკეტინგული კვლევებისთვისაც არაა საკმარისი. მისივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის კომპანიების იმპორტზე შეზღუდვის დაწესება რეალურად ხარისხს უკავშირდებოდეს.

“რას წარმოადგენს რუსეთის ბაზარი და რამდენ საფრთხეს შეიცავს, ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ეს ყველამ კარგად ვიცით. რთულია [იმპორტის შეზღუდვის] ლოგიკურ მოტივაციაზე ისაუბრო. ხარისხის მიხედვით არაფერი დასაწუნი არ სჭირს მათ [კომპანიების] ღვინოებს. ვიცი ეს კომპანიები და არც ერთი მათგანი არ აკეთებს ისეთ ღვინოს, რომ რუსეთის დასაწუნი იყოს.

ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რომ ჩამოვხსნოდით ამ გაურკვეველ ბაზარს და უფრო ცივილიზებულ და განვითარებულ, მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე გვემუშავა.

ამისთვის საჭირო იყო სწორი მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება. ეს არ ხდება და ვერც მოხდება ძალიან მარტივი მიზეზის გამო - როდესაც შენ ჩამოკიდებული ხარ 70%-ით ერთ გაურკვეველ მოთამაშეზე, რუსეთზე, რომელიც აბსოლუტურად გაუთვალისწინებელ წინადადებებს გაძლევს, წლების მანძილზე შეუძლებელია გააკეთო გრძელვადიანი სტრატეგია.

თანხები, რომლებიც გამოიყოფა დასავლეთის ბაზრის ათვისებისთვის, ეს ცოტა კი არ არის, ეს საერთოდ არაფერია. წელს გაჟღერდა რიცხვი, 17-18 მილიონი ლარი დასავლეთის ბაზრების ათვისებაზე, ეს თანხა არ ეყოფა სტრატეგიულ ბაზრებზე თუნდაც რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების ჩატარებას.

მიზერული თანხებია გამოყოფილი მარკეტინგისთვის, დასავლეთის ბაზრის ასათვისებლად. სუბსიდირების თანხებმა კი მილიარდსაც გადააჭარბა. ამ თანხის თუნდაც ნახევარი რომ მოხმარებოდა დასავლეთის ბაზრების ათვისებას, წელს აღარ იქნებოდა არც სუბსიდირების პრობლემა, არ იქნებოდა არც დასავლეთის ბაზრების ათვისების პრობლემა და გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით. ეს კლება და ცოტა უსიამოვნო მომენტები აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო და უცნაური იქნებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო.

მაქსიმალურად არის გასაზრდელი ბიუჯეტი დასავლეთის ბაზრის ათვისების მიმართულებით. უნდა აირჩეს ძირითადი ბაზრები და უნდა გაკეთდეს დიდი აქტივობა. სხვა გამოსავალი არ არის”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

ცნობისთვის, რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით.

ამასთან, წელს 9 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით, თანხობრივად კი 0.6%-ით შემცირდა. საქსტატის 2026 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველომ ექსპორტზე 188.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გაიტანა, საიდანაც 119.7 მილიონი აშშ დოლარი რუსეთზე მოდიოდა, რაც სრული ექსპორტის 63.4%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ნახევარზე მეტი კვლავ რუსეთზე მოდის, შემცირება ამ ბაზარზეც 0.3%-ია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

BM.GE

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონაწილე კლინიკების დაფინანსება 50%-ით გაიზარდა - ასოციაცია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონაწილე კლინიკების დაფინანსება 50%-ით გაიზარდა - ასოციაცია

BM.GE

ტრამპის ადმინისტრაციამ აგვისტოს შემდეგ 125 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ აგვისტოს შემდეგ 125 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

BM.GE

"ოცნების საწარმო შევიძინეთ" - უნიფორმების მწარმოებელი "არტე" ფართოვდება

"ოცნების საწარმო შევიძინეთ" - უნიფორმების მწარმოებელი "არტე" ფართოვდება

BM.GE