მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა
ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 22:41|bm.ge

რუსთავისთვის 70 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად 40 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. წინა ტენდერი 30 ოქტომბერს უშედეგოდ დასრულდა, მაშინ აღნიშნული ავტობუსების ფასი 36.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ერთ ავტობუსზე გაანგარიშებით 531 ათასი ლარი იყო, ახალი ფასით კი ერთი ავტობუსის საშუალო სავარაუდო ღირებულება 571 ათასი ლარი იქნება.

ტენდერის პირობებით, შესასყიდი ავტობუსები უნდა იყოს ახალი, ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, მარცხენასაჭიანი და არაუადრეს 2026 წლის გამოშვების. მიწოდებისას მათი გარბენი 2 000 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ავტობუსების სიგრძე 8-დან 9 მეტრამდე, სიგანე კი მინიმუმ 2.4 მეტრი უნდა იყოს. ისინი დაბალი იატაკის კონსტრუქციის უნდა იყოს, რაც მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ამარტივებს.

ტექნიკური დავალების თანახმად, თითოეულ ავტობუსში, მძღოლის ადგილის გარდა, სულ მცირე 25 დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს, ხოლო საერთო ტევადობა მინიმუმ 50 მგზავრს უნდა შეადგენდეს. ავტობუსებს უნდა ჰქონდეს უკანა ნაწილში განთავსებული დიზელის ძრავა, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 130 კვტ იქნება. საწვავის მოხმარება ქალაქის მოძრაობის პირველ რეჟიმში 100 კილომეტრზე მაქსიმუმ 38 ლიტრით, ხოლო მეორე რეჟიმში 32 ლიტრით განისაზღვრება.

ავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური გადაცემათა კოლოფით, კონდიცირებისა და გათბობის სისტემებით, ვიდეომეთვალყურეობის კამერებით. გათვალისწინებულია მობილური ტელეფონების დამტენი მინიმუმ 10 USB პორტი, მგზავრთა აღრიცხვის მოწყობილობები და ერთიანი სატრანსპორტო სისტემის შესაბამისი საინფორმაციო აღჭურვილობა.

შესყიდვის ღირებულებაში ავტობუსების ფასთან ერთად მათი გეგმიური ტექნიკური მომსახურების ხარჯებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 36 თვე ან 200 000 კილომეტრი იქნება, იმის მიხედვით, რომელი პირობა შესრულდება პირველად. ავტობუსების მიწოდება რუსთავში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილზე უნდა განხორციელდეს.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების დაფიქსირება 5 ნოემბრამდე შეეძლებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართებარუსთავი 2
  • რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთოფორმულა
  • რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდატვ პირველი
  • რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
რუსთავის →

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან?

პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან?

BM.GE

ევროპის 3 ქვეყანაში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის 3 ქვეყანაში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

BM.GE

ირანის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა

ირანის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა

BM.GE

ბულგარეთს ისტორიაში პირველად არჩეული ქალი პრეზიდენტი ეყოლება

ბულგარეთს ისტორიაში პირველად არჩეული ქალი პრეზიდენტი ეყოლება

BM.GE