მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავით სონღულაშვილი თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?
დავით სონღულაშვილი თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?

დავით სონღულაშვილი თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE6 ივნისი, 2026, 11:38|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაშია, სადაც თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო პროდუქციით ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

"დავით სონღულაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა თურქეთის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის დაშვების გადაწყვეტილებისთვის და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობაა ქართველი მეფუტკრეებისთვის, გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი, ხოლო თურქეთის მხარეს ხარისხიანი და გამორჩეული საგემოვნო თვისებების თაფლზე ჰქონდეს წვდომა.

დავით სონღულაშვილმა თურქ კოლეგასთან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის, ხორცის და ხორცპროდუქტების როგორც თურქეთში ექსპორტის, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესაძლებლობების საკითხი განიხილა. საუბარი შეეხო ცხოველთა ვაქცინაციის თემასაც. დავით სონღულაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა გასულ წელს აღნიშნული მიმართულებით დახმარებისთვის. იბრაჰიმ იუმაკლიმ აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის წარმოების მხარდაჭერის ფარგლებში, როგორც საქართველო, ისე თურქეთის რესპუბლიკა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვრისპირა ტერიტორიებზე გაგრძელდება ერთობლივი შეწამვლითი და სხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენება მავნებლის გასანადგურებლად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტყის მეურნეობის მართვის, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების მოწყობის საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული მემორანდუმები ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა - სამინისტრო

დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა - სამინისტრო

BM.GE

"საქართველოს კაპიტალმა" m2 გაყიდა

"საქართველოს კაპიტალმა" m2 გაყიდა

BM.GE

Meta ბიზნესისთვის AI-აგენტებს უშვებს

Meta ბიზნესისთვის AI-აგენტებს უშვებს

BM.GE

საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება

საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება

BM.GE